მეუფე პეტრე ქუთაის გაენათელ მიტროპოლიტზე - ასეთი გამონათქვამები სულიერად ხრწნის ერს
ავტორი: გურიის მოამბე
მეუფე პეტრე ქუთაის გაენათელ მიტროპოლიტზე - ასეთი გამონათქვამები სულიერად ხრწნის ერს

ეს განცხადება მეუფე პეტრემ, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა რამდენიმე დღის წინ შეუჩერა მღვლდელმთავრობა, ნიკა გვარამიასთამ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ტვ"მთავარის ეთერში გააკეთა.

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პასუხი გასცა გვარამიას შეკითხვას, რომელმაც მას მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის გამონათქვამები წაუკითხა,მათ შორის აფხაზეთში გადაღებილ ეკლესიებზე და მიტროპოლიტ იოანეს სხვა პრორუსული შინაარსის მოსაზრებები გააცნო მას.

მეუფე პეტრემ აღნიშნა რომ ასეთი წინამძღვარი ნებისმიერ ეპარქიაში მიუღებელია.

მაგალითისათვის გთავაზობთ ამონარიდს ქუტაის გაენათელი მიტროპოლიტის მიერ "ქუთაისი პოსტთან" მიცემული ინტერვიუდან:

"“გეტყვით რა მიწერია. მე ვამბობ, რომ არის ორი სახის აგრესია, ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური აგრესია იწვევს წინააღმდეგობას და სულიერი აგრესია ხწრნის ერს.  აირჩიეთ რომელი გინდათ. მე არცერთი აგრესია არ მინდა, ქრისტიანობას აგრესია არ ახასიათებს. ჩვენი კანონი არის სიყვარული, წყალობა და მიტევება.

პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდობა რას ლაპარაკობს, მათი სინდისის საკითხია. სიტყვაზე შეიძლება გამოეკიდო (ადამიანს). თქვენ რომ ამბობთ სიტყვას მობილური, თქვენ რა ცერუს აგენტი ხართ ამიტომ? მე რომ სიტყვა მოსკოვი ვახსენო, რა რუსეთის აგენტი ვარ?

არის ბოროტება მეტი და არის ბოროტება ნაკლები. რომელს აირჩევთ თქვენ? რა დღეში იყვნე  ქართველები ახალციხეში და ადიგენის რაიონში. რუსების შემოსვლამ განდევნა იქ თურქები და მათ ამოისუნთქეს.  მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბოროტება არ ჩაუდენიათ. ვინც სიკეთეს ვერ ხედავს, ის თვითონ არის ბოროტებით სავასე ადამიანი. უნდა გავარჩიოთ ბოროტი და კეთილი. ბოროტს არ მივიღებთ, და კეთილზე ბოროტი რატომ უნდა ვთქვა. მაშინ ცილისწამებელი გამოვდივარ მე? - განმარტავს ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი"

"ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს ევროპის დავალებით,  დაკვეთა იყო ევროპიდან. ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელს რესეთის იმპერიაში. 20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ.  და ეს იდეები საიდან მოდის, თქვენ კარგად იცით," -

'.$TEXT['print'].'