ექსპერტი: "საპატრიარქოსაც ბიძინა ჩაიგდებს ხელს, ოღონდ რუსთავი 2-ის არ იყოს, იმდენად დასუსტებულს, რომ ვეღარ გამოიყენებს"
ავტორი: გურიის მოამბე
ექსპერტი: "საპატრიარქოსაც ბიძინა ჩაიგდებს ხელს, ოღონდ რუსთავი 2-ის არ იყოს, იმდენად დასუსტებულს, რომ ვეღარ გამოიყენებს"

შსს ანალიტიკური დეპარტა,ემტის ყოფილი ხელმძღვანელი, ექსპერტი შოთა უტიაშვილი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და მის მოსაზრებას საკუთარ ფეისბუკ გევრდზე აქვეყნებს.

"თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ბრძოლა საპატრიარქო ტახტისათვის სამ ეტაპად წარიმართა. 1. არსებული მემკვიდრის მოცილება. 2. ახალი მემკვიდრე-მოსაყდრის დანიშნვა 3. ზეწოლა გადაყენება/გადადგომის მიზნით.
პირველი ეტაპი ზუსტად ვიცით, რომ ბიძინამ ჩაატარა და მასში პრემიერიდან დაწყებული სუსის აგენტებით დამთავრებული მთელი მთავრობა მონაწილეობდა. მეორე ეტაპიც ვიცით რომ მთავრობამ და ვანო ჩხარტიშვილმა დაგეგმეს და განახორციელეს. და ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ვინც პირველი და მეორე ნაბიჯი დაგეგმა ის დაგეგმავდა მესამესაც.
რადგან ეკლესიამ თავდაცვაზე უარი თქვა, როგორც ჩანს საპატრიარქოსაც ბიძინა ჩაიგდებს ხელს, ოღონდ რუსთავი 2-ის არ იყოს, იმდენად დასუსტებულს, რომ ვეღარ გამოიყენებს" - წერს უტიაშვილი.

'.$TEXT['print'].'