საპატრიარქო, სინოდის დიდი ნაწილი რუსული გავლენის ქვეშაა - გოჩა მირცხულავა
ავტორი: გურიის მოამბე
საპატრიარქო, სინოდის დიდი ნაწილი რუსული გავლენის ქვეშაა - გოჩა მირცხულავა

 უკვე ერთი წელია საზოგადოება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება. აღნიშნულ საკითხზე თეოლოგებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ.

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებით, საპატრიარქო რუსული გავლენის ქვეშაა და შესაბამისად, არ არის გასაკვირი ქართული ეკლესიის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხი.

"საქართველოს ეკლესია, უფრო სწორედ საპატრიარქო, სინოდის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად იმყოფება რუსული გავლენის ქვეშ და ცდილობენ, ეს პროცესები სათავისოდ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი არ არის ის პოზიცია, რომელიც აქვს დღეს საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით. შეიძლება ვიღაცას ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ თვით რუსეთიც კი დაგვასწრებს ალბათ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას," - განაცხადა ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ.

„რუსთავი 2"

'.$TEXT['print'].'