ივანიშვილი ყინულმჭრელის როლს ასრულებს - თურნავა
ავტორი: გურიის მოამბე
ივანიშვილი ყინულმჭრელის როლს ასრულებს - თურნავა

ამ წუთებში წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს თემა არის სახალხო და პროექტის განვითარებაში ივანიშვილის წვლილი ყველაზე მნიშვნელოვანია. 

"ძალიან დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას ვინ რას გააკეთებს, ანუ სხვადასხვა მონაწილე. სახელმწიფო რა როლს შეასრულებს, კერძო სექტორს რა ფუნქციის შესრულებას ვთავაზობთ. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი ძალა, ვინც იმპულსი შესძინა ამ პროცესს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ისი საქველმოქმედო ინიციატივა, ვინც რეალურად ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში, მაგრამ რადგან პროექტი თავისი მასშტაბით სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და რეაურად ესაა სახალხო პროექტი, გვინდა ყველაფერი დეტალურად გაიწეროს",- აცხადებს ნათია თურნავა.

formulanews.ge

'.$TEXT['print'].'