სკანდალი: აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა
ავტორი: გურიის მოამბე
სკანდალი: აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა

ამერიკელმა დიპლომატმა, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროკურატურას ოპონენტების დევნასა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყენებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის დაკითხვის სტენოგრამა კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია:

„საქართველოს და უკრაინას ორივეს ნატოში გაწევრიანება სურთ. ორივე მილიარდობით დახმარებას იღებს აშშ-სგან, თუმცა არსებობს სერიოზული პრობლემა- ეს არის ზემოხსენებული ქვეყნების სათავეში მყოფი ხალხი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას ოპონენტების დევნისთვის იყენებს“.

'.$TEXT['print'].'