"არ მომწონს და ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას" - ვოლსკი ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"
ავტორი: გურიის მოამბე
"არ მომწონს და ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას" - ვოლსკი ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" აცხადებს რომ არ მოსწონს და ემიჯნება ასეთი ფილმის გადაღების იდეას.

"მე პირადად არ მომწონს და თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთ იდეას, ასეთი ფილმის გადაღების იდეას. არსებობენ როგორც ამ პოზიციის მხარდამჭერნი, ასევე მოწინააღმდეგენი და სახელმწიფოს ვალია რომ პოზიციათა დაპირისპირება არ გადასცდეს კანონით დადგენილ ნორმებს, რაზედაც სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს."- განაცხადა ვოლსკიმ.

'.$TEXT['print'].'