შსს-მ And Then We Danced-ში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა
ავტორი: გურიის მოამბე
შსს-მ And Then We Danced-ში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ And Then We Danced-ში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება არ დაიწყო. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინიტროში არ ამბობენ, ნახა თუ არა ფილმი მათმა რომელიმე თანამშრომელმა.

"მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია", — განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.

'.$TEXT['print'].'