წარმოიდგინეს: მოვიდოდა “ოცნების” მანქანა, ბუღალტერი საანგარიშო “ჩოთქით”და დაარიგებდნენ 5 მილიონს
ავტორი: გურიის მოამბე
წარმოიდგინეს: მოვიდოდა “ოცნების” მანქანა, ბუღალტერი საანგარიშო “ჩოთქით”და დაარიგებდნენ 5 მილიონს

“ყოველ წელს, მინიმუმ 10-ჯერ უნდა გამოაქვეყნოთ ეს მონაცემები, ყველა ნაცი რომ არ ხაოდეს, “სადაა ქეთი დოლიძე რომ “ოცნების” სახელით 5 მილიონს პირდებოდა თითო სოფელსო!"- წერს ქეთი დოლიძე ფეისბუქში და ავრცელებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის მოყვანილ სტატისტიკას სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

"ეტყობა, ასე წარმოიდგინეს: მოვიდოდა “ოცნების” მანქანა, ჩამოიღებდა ძარიდან მაგიდას, დაჯდებოდა ბუღალტერი დიდი საანგარიშო “ჩოთქით”, დადგებოდა რიგი და დაარიგებდნენ სოფელის თითო მაცხოვრებელზე გადანაწილებულ 5 მილიონს!
ვაი, მართლა ჩვენს უმადურ თავს!”

'.$TEXT['print'].'