ირაკლი ოქრუაშვილს ევროპარლამენტი პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს
ავტორი: გურიის მოამბე
ირაკლი ოქრუაშვილს ევროპარლამენტი პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ევროპარლამენტი პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს. ირაკლი ოქრუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება, ამის შესახებ საუბარი ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრაზე ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტს ჰქონდა. 

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ის ივანიშვილის პირადი პატიმარია. რეზოლუციის მიღებამდე, ევროპარლამენტარები თბილისში ჩამოსვლას და გავრილოვის ღამის პატიმრების მონახულებას აპირებენ. 

„ევრონესტის“ დელეგაცია თბილისში დეკემბრის პირველ კვირას ჩამოვა და, თუკი, ირაკლი ოქრუაშვილი ამ დრომდე იქნება საპატიმროში, ევროდეპუტატები აპირებენ მის მონახულებას. როგორც ცნობილი ხდება, ევროპარლამენტარები ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს განიხილავენ „რუსთავი 2-თან" მიმართებით.

„ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულს, ისე შეიყვანენ რეზოლუციაში. იქ იქნება აღნიშნული, რომ ის „რუსთავი 2“ შეეწირა და ეს იყო ძირითადი მოტივი ოქრუაშვილის დაპატიმრებისა. რადგან გადატრიალება, როგორც ასეთი, არის ქართული მხარის და მას არავინ იზიარებს. ევროპარლამენტარები საქმის კურსში არიან იმ ადამიანებზეც, ვინც გავრილოვის ღამის შემდეგ დააპატიმრეს და აქ არავინ არ აფასებს ამ პროტესტს გადატრიალებად. ისინი აპირებენ ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულონ ციხეში,“ - აცხადებს ანა ბალამწარაშვილი, ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.

ევროპარლამენტარები ინტერესდებიან გავრილოვის ღამის საქმითაც და რეზოლუციაში ამაზეც იქნება საუბარი. 

გავრილოვის საქმე კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო რუსეთის მხრიდან. ვინც ის დაპატიჟა, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველ ხალხს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა გავრილოვის მიმართ. ჩვენ დაკვირვებით ვეცნობით ამ საქმეს. მათ უთხრეს არა რუსულ პროვოკაციას და იმედი გვაქვს, საქმე არ გვექნება პოლიტიკურ დევნასთან,“ - აცხადებს პეტრას ავსტრევიჩუსი, ევროპარლამენტარი.

რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტში, სავარაუდოდ, 2020 წლის დასაწყისში იქნება განხილული. 

"ფორმულანიუსი"

'.$TEXT['print'].'