საგანგაშო ინფორმაცია: 2012 წლიდან 2018 წლამდე საქართველოდან ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა
ავტორი: გურიის მოამბე
საგანგაშო ინფორმაცია: 2012 წლიდან 2018 წლამდე საქართველოდან ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა

პოლიტიკური პარტია ,,კანონი და სამართლის' გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. ღლონტი ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ქვეყანა 472 758 საქართველოს მოქალაქემ დატოვა.

"მსურს თხოვნით მივმართო ყველა ტელეკომპანიას, პრესისა და საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლებს, რომ განსაკუთრებული ინტერესის საგნად ვაქციოთ საქართველოდან ქართველი ხალხის მასიური გადინების არსებითად მაღალი ტემპი.

გატყობინებთ, რომ 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ქვეყანა დატოვა 472 758 საქართველოს მოქალაქემ, ჩვენ ჯერ არ ვფლობთ ინფორმაციას 2019 წელთან მიმართებით და ეს რიცხვიც დათვლილია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიხედვით, მაღალი ალბათობით ბევრმა ქართველმა დატოვა, ვინც არის სხვა ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქობის არ მქონე პირი.

ეს ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალური უწყების მიერ მოწოდებულ ციფრებს.ჯამში ემიგრაციაში გვყავს დაახლოებით 1 ,800 000 მოქალაქე და კიდევ უფრო პროგრესირდება ქვეყნიდან იძულებით შრომით მიგრაციაში გამსვლელთა სავალალო მონაცემები.

მზად ვარ ამ თემებზე ვითანამშრომლო მედიასთან და ასევე ვისაუბროთ სამშობლოში უკან დაბრუნება- რეინტეგრაციის ეროვნულ მექანიზმებზე"- წერს ღლონტი.

'.$TEXT['print'].'