ლევან აკინის სასულიერო პირმა შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს - ფილმში "წინწყარო" შეცდომით გვამღერესო"
ავტორი: გურიის მოამბე
ლევან აკინის სასულიერო პირმა შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს - ფილმში "წინწყარო" შეცდომით გვამღერესო"

დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ ლევან აკინის ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ", მოტყუებით გააბეს მისი ტაძრის მგალობელი, მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა, რომელმაც ერთ-ერთ სცენაში ქართული სიმღერა „წინწყარო“ შეასრულა. დეკანოზი ყვება, რომ ქოიავას მოატყუეს და უთხრეს, რომ ფილმი ქალ-ვაჟის ტრადიციულ სიყვარულზე იყო.

„ამ ფილმში სრულიად მოტყუებით გააბეს როგორც პატარა ბავშვები ასევე ხელოვნების წარმომადგენლები, კერძოდ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი მგალობელი.

მოტყუებით ჩაწერეს ეს ადამიანები და უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ ფილმს და სჭირდებოდათ, რომ ერთ-ერთ სცენაში „წინწყარო“ ემღერათ.

ჩვენ დაწყებული გაქვს კონსულტაციები იურისტებთან და მოვამზადებთ სარჩელს“, - აცხადებს დეკანოზი გიორგი რაზმაძე

 

'.$TEXT['print'].'