გულის ქრონიკული უკმარისობა და უეცარი სიკვდილის, დიდი შანსი. დიდი პრობლემა, რომელიც ყოველ მეათე, ადამიანს აქვს და საერთოდ არ იცის, რა სჭირს
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
გულის ქრონიკული უკმარისობა და უეცარი სიკვდილის, დიდი შანსი. დიდი პრობლემა, რომელიც ყოველ მეათე, ადამიანს აქვს და საერთოდ არ იცის, რა სჭირს

მესამე ნაწილი

გახსოვდეთ დაუწერელი, დიდი ჭეშმარიტება, რომელიც დასკვნის სახით, ყველა კარგ ექიმს გამოაქვს, მის პრაქტიკულ მოღვაწეობაში--------------------------- გული, არა მარტო, გულის დაავადების დროს ზიანდება, არამედ გული, ყველა დაავადების, დროს ზიანდება, გარკვეულწილად. ყველაზე მეტად კი, ბატონების , ინტოქსიკაციების და ვირუსების დროს. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის დაავადება, იწყება სისხლიდან. შემდეგ, ზიანდება სისხლძარღვი. შემდეგ ქსოვილი. თუ სისხლი სუფთაა, ადამიანიც ჯანმრთელია. უკვე, ჩამორჩენილობად ითვლება მედიცინაში, ფონად , მხოლოდ ათეროსკლეროზს და ქოლესტერინს დააბრალო, ინფარქტი და ინსულტი. ხშირად ვიმეორებ, ბოლო კვლევებით, ამერიკული და ევროპული მედიცინის------- ინსულტს , ინფარქტს და ბევრ სხვა დაავადებას, იწვევს, არასუფთა ჰაერი. არასუფთა ჰაერი, ყველაზე მეტად, აჭუჭყიანებს სისხლს. შეისისხლხორცეთ, სუფთა ჰაერის, სასიცოცხლო აუცილებლობა. შედიხარ ვინმეს სახლში ან დაწესებულებში, უკიდურესად უჟანგბადო გარემოში, არიან ადამიანები. ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, არ ანიავებენ სკოლის ოთახებს, ბაღების ოთახებს, სახლს, სამსახურს. პროფილაქტიკურმა მედიცინამ, დიდი მოძრაობა , უნდა დაიწყოს, რომ გააცნობიერონ მოსახლეობა, ჟანგბადის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. არცერთი დაავადება, არც დაიწყება და არც გამწვავდება, თუ კონკრეტული ქსოვილის არეში, ჟანგბადის დეფიციტი, არ არის. ყველაზე სუფთა ჟანგბადი , არის ნაწვიმარზე. მაშინ, მაინც , გააღეთ ფანჯრები. ნუ დაკარგავთ, ბუნების ამ სასწაულს. ყველაზე შედეგიანი ჯანმრთელობისთვის, არის ნაწვიმარზე სეირნობა. თუ ოთახს არ გაანიავებთ, თქვენ ინჰალაციურად იკვებებით, ყველა იმ ნივთით, რაც ოთახშია------ პლასტმასით, მეტალით და სხვა. გულის უკმარისობა, როგორც პრობლემა , დღეს მსოფლიო მედიცინაში , გაუთანაბრდა კიბოს პრობლემას. ამ ეტაპზე, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით საქართველოში, კლების მაგივრად, პირიქით მატულობს. რას მიყავს, აქამდე ადამიანები, გარკვეულწილად განვიხილე , მიოკარდიტების თავში. მთელს მსოფლიოში, მაღალი დონის და ხარისხის კლინიკებში, ეს დიაგნოზი, აურაცხელი რაოდენობის ადამიანებს, ესმევა ყოველდღიურად. სამწუხაროდ, ჩვენთან სოკოებივით მომრავლებულ, უხარისხო კლინიკებში, ძალიან ხშირად, არ ხდება, ამ დიაგნოზის დაფიქსირება. სტატისტიკურად, ამ დიაგნოზის გამო, ყველაზე მაღალია ლეტალობა ანუ სიკვდილი. მედიცინაში, პოსტულატად მოცემულია, გულის უკმარისობის განმარტება------------------------------- გულის უკმარისობა, კომბინირებული სინდრომია, რომელიც წარმოიშობა, გულის ან კუმშვადი სისტემის, მოშლის ან ავსების უნარის, მოშლის გამო. აქედან გამომდინარე, დიფერენცირებულია, გულის უკმარისობის, ორი ტიპი. სისტოლური ანუ კუმშვადი ფუნქციის მოშლა და დიასტოლური ანუ ავსების მექანიზმის მოშლა. გულის უკმარისობას, ბევრი სიმპტომები აქვს. მაგრამ, მძიმე მდგომარეობაში, შეიძლება , მხოლოდ, ერთი სიმპტომით , იყოს გამოხატული. მისი სიმპტომებია---------------------ადვილად დაღლა, ქოშინი, შეშუპება, ტაქიკარდია. არის ერთი, მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის დიფერენცირება აუცილებელია. ძველი ყაიდის ექიმი ან ახალი და გამოუცდელი, ხანდაზმულს ან ასაკში შესულს, მოუსმენს ფილტვს. ქვემო წილებში მოისმენს , კრეპიტიულ ხიხინს ან კრეპიტაციას. იტყვის, რომ ეს არის, იზოლირებული, გულის უკმარისობა. კიდევ უფრო, დაბალი დონის ექიმი, ამასაც ვერ დააფიქსირებს. მით უმეტეს , ამ პაციენტს, ამის სხვა ნიშნებიც აქვს . მაგალითად ტაქიკარდია. ეს შაბლონად გადაეცემა, თაობიდან თაობას, საშუალო დონის ექიმებში. მაგრამ , მცოდნე ექიმი, თუ კრეპიტიული ხიხინის, ქვეშ მოისმენს, ვეზიკულური სუნთქვის შესუსტებას, მიხვდება რომ ფონად, აქ არის, ფილტვების ინტესტიციალური ანთება. ეს გულის უკმარისობა კი, ამ ანთების ფონზეა. თუ მარტო, გულის უკმარისობა, აქვს ადამიანს, თან ქრონიკული და არა მწვავე, ამ შემთხვევაში, ფილტვების ანთების გარეშე, მაშინ წინა პერიოდში, ძალიან კარგად და კომფორტულად , როგორ იყო. ხდება მარტო, გულის უკმარისობის მკურნალობა,. ძლიერდება, ფილტვების ანთება. ეწყება ფილტვის უკმარისობა, რომელიც აძლიერებს, გულის უკმარისობას. ეს შემთხვევები, ხშირად სიკვდილით მთავრდება. რადგან, არ მოხდა, ფილტვების ანთებაზე მკურნალობა. ამიტომ, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს-იზოლირებული, გულის უკმარისობაა, თუ მხოლოდ ანთებაა, თუ ორივეა ერთად. იმის ჩათვლა, რომ მარტო გულის უკმარისობაა, ფილტვებს აზიანებს და სიკვდილის შანსიც მეტია. ამიტომ, დამკვირდებულ შაბლონს, როცა ქვემო წილებში, კრეპიტაცია ან კრეპიტიული ხიხინია, უნდა დამსხვრევა და ამ დროს აკადემიური ძიება, ფილტვების ანთების. ფილტვების ანთებით, სიკვდილობების რიცხვი, ყველა დროში კოლოსალურია. სიკვდილობას სწორედ, ის ფილტვების, ანთება იწვევს, რომელსაც ინტესტიციური მექანიზმი აქვს. რადგან, რჩება შეუმჩნეველი. რადგან, არ ახასიათებს ხველა და სიცხე. ეს პროცესი, კაპილარულ დონეზეა. ამიტომ, არ ჩანს რენტგენზე. ძველთაგან ხალხი ამას, ჩუმ ანთებას უწოდებდა. მცოდნე ექიმისთვის, არ არის ეს, ჩუმი ანთება. ვისაც შეუძლია, ვეზიკულური სუნთქვა განასხვავოს, შესუსტებულ სუნთქვასთან ან გამოიცნოს ბრონქული სუნთქვა ან მაგალითად , ქილაში ჩაბერვის სინდრომი და სხვა. ხშირად ვამბობ და კიდევ გავიმეორებ , სხვა ფაქტორის შესახებ. ადრე ისტორიები, აკადემიურად იწერებოდა. დიაგნოზებს ვასაბუთებდით. ასევე ვასაბუთებდით, წამლის დანიშვნის მოტივს. ახლა ისტორია გათვლილია , შემოსავლის დათვლაზე. თუნდაც ჩვილ ბავშვებში, თუნდაც ხანდაზმულებში, არ არსებობს ბუნებაში, ფილტვების ანთება, გულის უკმარისობის გარეშე. ყველა ფილტვების ანთება, აუცილებლად გართულდება, გულის უკმარისობით. ისტორიაში ვერ დაასაბუთებდი, ფილტვების ანთებას, თუ მას, არ ახლდა გულის უკმარისობა. მსუბუქი ხარისხის, ფილტვების ანთებაც , რომ იყოს, ის მაინც გართულდება, გულის უკმარისობით. თუნდაც, პირველი ხარისხის. ფილტვების ანთების, სინდრომულ , კლინიკურ არეალში შედის, გულის უკმარისობა. ყველა ფილტვების ანთებას ახლავს, გულის უკმარისობის, პირველი ხარისხი მაინც. თუნდაც ჩვილებში. თუნდაც ზედა ასაკში. ამას რატომ ვამბობ. ერთი, ყველაზე ხშირი და კარდინალური მიზეზი, გულის უკმარისობის ჩამოყალიბებაში ანუ იმ მდგომარეობაში, რაც უკვე, ბევრის საშიში თანამდევია, არის ფილტვების ანთება. უფრო მეტად----------------- დაუფიქსირებელი, ან გაპარული ან არასწორად ნამკურნალები ან ბოლომდე არ ნამკურნალები ფილტვების ანთება. ყველაზე ხშირად კი, დაუფიქსირებელი, ფილტვების ანთება. ვირუსულ და ინტესტიციალურ ანთებებს, არა აქვთ ხველა, არა აქვთ სიცხე და სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამას ყველა ექიმიც, ერთნაირად ვერ ისმენს. ასევე არ ჩანს რენტგენზე, ხოლო კომპიუტერული გადაღება, ყველას არ შეუძლია. ამ ფენომენების გამო, ხშირად ამის დამფიქსირებელ ექიმს, არ უჯერებენ. ამის მაგალითები ბევრია. მეც დავდე აქ, ამის მაგალითი, რომელიც ძალიან მწარედ განვიცადე. ადამიანმა არ დამიჯერა, რომ ქონდა ფილტვების ანთება. სხვამ მოუხსნა წამლები და 3 კვირის შემდეგ დაიღუპა, ფილტვების ანთების გართულებით-------- ფილტვების შეშუპებით. ამ დეტალების გამო, ვთვლი რომ , ფილტვების ანთება, საუკუნის გლობალური პრობლემაა. კიბოთი დაავადებულიც, არ მოკვდებოდა და ვთქვათ მოკვდებოდა, ერთი წლის შემდეგ. მაგრამ, მას ემართება ,ინტესტიციალური ფილტვების ანთება. ეს კი ვერ ფიქსირდება. შეიძლება ვერ შეხვდეს გამოცდილი ექიმი, რომელმაც იცის , ამ ფენომენის, არსებობს შესახებ და ის კვდება ფილტვების ანთებით. ასევე გადატანილი, დაუფიქსირებელი, ფილტვების ანთება, ხშირად მიდის, ფილტვების ან სხვა ორგანოს კიბომდე. სულ ახლახან იყო, მედიცინაში ცნობილი, 4 ტიპის, ფილტვების ანთების შესახებ-------------------კეროვანი, სეგმენტური, კრუპოზული და ინტესტიციური. ახლა უამრავი ტიპის, ფილტვების ანთებაა ცნობილი. უმრავლესობას, ხველა, საერთოდ არა აქვს. ხველა მაშინ არის, თუ თუ ბრონქია, აქტიურად ჩართული. თუ ფილტვების ანთების , მკურნალობის დროს, არ მოხდა გულის უკმარისობის მკურნალობა პარალელურად, მაშინ გული დაზიანებული დარჩება. გაგრძელება იქნება. ვატყობ თემა, ძალიან გრძელი იქნება. რადგან, ჯერ მთავარი , არ მითქვამს.

 

'.$TEXT['print'].'