ეკა ბესელია - იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომ განსხვავებული პარტიების ლიდერები ვერთიანდებით - ხელისუფლებას ვურჩევ, დაფიქრდეს
ავტორი: ipn.ge
ეკა ბესელია - იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომ განსხვავებული პარტიების ლიდერები ვერთიანდებით - ხელისუფლებას ვურჩევ, დაფიქრდეს

კიდევ ერთხელ ვურჩევ ხელისუფლებას, რომ დაფიქრდეს და ასეთ სახიფათო თამაშს თავი დაანებოს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, განსხვავებული შეხედულებების ოპოზიციური პარტიებიც კი თანხმდებიან ერთზე- პროპორციული საარჩევნო სისტემა არის აუცილებელი.

„იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, იმდენად დიდი საფრთხეა, რომ ხელისუფლებამ ეს დანაპირები არ შეასრულოს, რომ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ამ პოზიციის ირგვლივ ყველა ვერთიანდებით. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც იყო საჯარო დაპირება, უნდა შესრულდეს. თუ ეს ჩავარდა, აბსოლუტური კონსოლიდირება იქნება როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების და სამოქალაქო სექტორის. თუ ხელისუფლებას სურს ამ ფორმულით წარიმართოს პროცესი, ეს არის ძალიან სახიფათო სვლა და სახიფათო პროცესი, რომელიც უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიცური პარტია დგას ამ პოზიციაზე, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

'.$TEXT['print'].'