ჩინეთში შავი ჭირის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ავტორი: on.ge
ჩინეთში შავი ჭირის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ცოტა ხნის წინ ჩინურ მედიაში ოფიციალური ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში შავი ჭირით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, დიაგნოზის დასმის შემდეგ ამჟამად ორივე პაციენტს მკაცრი კონტროლის ქვეშ საავადმყოფოში მკურნალობენ.

შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი, კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიაა, რომელსაც შუა საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ემსხვერპლა - დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი. მისი გამომწვევია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა ადამიანს.

შავი ჭირი სამ სხვადასხვა ფორმაში შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბუბონური, ყველაზე საშიში კი პულმონალური - ამ დროს ყველაზე დიდი შანსია, რომ ინფექცირებულმა ადამიანმა ხველებით სხვებიც მარტივად დააავადოს. ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევისას ორივე პაციენტს სწორედ შავი ჭირის ეს ფორმა აღმოაჩნდათ, რომელიც შესაბამისი მკურნალობის გარეშე ყოველთვის ფატალურად სრულდება.

წყარო

'.$TEXT['print'].'