ნათია ფანჯიკიძე - მაკოს, მის თანატოლებს და მათი მომავლის სურვილებს თანავუგრძნობ
ავტორი: გურიის მოამბე
ნათია ფანჯიკიძე - მაკოს, მის თანატოლებს და მათი მომავლის სურვილებს თანავუგრძნობ

ცნობილი ქართველი მწერლის გურამ ფანჯიკიძის შვილი, ირაკლი ალასამიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე რუსტაველზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"ქართველი წმინდანი თუ ისტორიისთვის ცნობილი გმირი ქალების უდრეკი ხასიათის ქებით ხომ გვიყვარს სადღეგრძელოებში ხმის აკანკალება?

არაცოცხალი, არაგანცდილი ხომ ყოველთვის უფრო "ძვირფასი" გვგონია, ვიდრე ის, რასაც აქვე, ახლა ვეხებით ხელით, გრძნობით, სულით.

არადა ამ ქვეყანაში ყოველდღე ვხვდებით განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებიც იძლევიან ნამდვილი ქართული ხასიათის, შეუპოვრობის, სიამაყის, კეთილშობილების მაგალითს. ტატუნაშვილის შემდეგ ალბათ ეგონათ ვეღარავინ გაბედავდა ეთქვა, რომ საკუთარ მიწაზე, სადაც უნდა, თამამად გაივლის და აი ამ ცოტა ხნის წინ გაიცნეს ქართველი ექიმი.

მაკო გომური თუ კიდევ სადმე გამოჩენას გაბედავდა, როგორ იფიქრებდნენ ის უნიფორმას შეფარებული სადისტები, ვინც ესროლა. ხოდა თქვენი თავის მიხედვით არ იმსჯელოთ შეიარაღებულო და სახედაფარულო მშიშრებო ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ღიმილით შეუძლიათ დაგიდგნენ წინ. პოლიტიკოსებს არა, მაკოს, მის თანატოლებს და მათი მომავლის სურვილებს თანავუგრძნობ ყოველთვის და ყველგან" - წერს ფანჯიკიძე..

'.$TEXT['print'].'