აქციის დარბევისას 10-მდე პირი დააკავეს
ავტორი: გურიის მოამბე
აქციის დარბევისას 10-მდე პირი დააკავეს

პარლამენტთან სამართალდამცველებმა აქციის დარბევის დროს 10-მდე პირი დააკავეს. როგორც "ნიუპოსტის" ჟურნალისტს ჰენრი ლოლიძემ დაკავებისას უთხრა, მან არ იცის რასთან დაკავშირებით მოხდა მისი დაკავება.

მისივე თქმით, ის ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრია.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროითვის 10-მდე პირია დაკავებული.

"ნიუპოსტი" დაკავებულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.

რუსთაველის გამზირი სამართალდამცველთა ალყაშია - კარვების ქალაქი აღებულია

 

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში სპეცრაზმელების ალყაშია. მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების კარვები აიღეს.

სამართალდამცავები მომიტინგეების თავისუფლების მოედნისკენ გაყვანას ცდილობენ.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად მიცემული 30-წუთიანი ვადა ამოიწურა.

'.$TEXT['print'].'