ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების ინიციატივას ამ წუთისათვის 5 ხელმომწერი ყავს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების ინიციატივას ამ წუთისათვის 5 ხელმომწერი ყავს

 მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი  ფინანსური სახსრების და მიწის ნაკვეთის გამოყოფისთვის ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად ოზურგეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს ბიუროს პეტიცით გუშინ მიმართეს.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ოზურგეთში არ არსებობს სააფლაო ან სასაფლაოს ნწილი,  რომელიც განკუთვნილი იქნება საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისტვის, რომ გარდაცვალების შემდეგ პატივი მიაგონ ოზურგეთში მოღვაწე ხელოვნების, კულტურის და საზოგადო მოღვაწეებს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ გმირებს და სხვა გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს.

საკრებულომ პეტიცია დღეს, დილის 10 საათზე დაარეგისტრირა და ამ დროისათვის მას უკვე 5 ხელმომწერი ყავს.

ელექტრონულ პეტიციაში  http://petition.lsg.ge/ozurgeti/petitions/view/21 მონაწილეობის მიღება ნებისმიერ 18 წელს გადაცილებულ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში, 19 დეკემბრის ჩათვლით, შეუძლია.

თუ პეტიციის ავტორებმა 325 ხმის ან მეტის დაგროვება შეძლო (მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 0,5%), მაშინ ის შესასრულებლად დაეწერება ან მუნიციპალიტეტის მერიას, ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივ კმისიას.

საბოლოოდ ჯერჯერობით არ არის გარკვეული ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების გადაწყვეტილებას (შესაბამისი ხმების დაგროვების შემთხვევაში) მერია მიიღებს თუ საკრებულო.

 



 

'.$TEXT['print'].'