მამაკაცი 12 წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ სცნეს
ავტორი: გურიის მოამბე
მამაკაცი 12 წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ სცნეს

აშშ-ში მამაკაცი, რომელსაც 47 წელი მიუსაჯეს უდანაშაულოდ სცნეს. რუბენ მარტინესი 2007 წელს დააკავეს, რომელსაც ბრალად ედებოდა ლოს-ანჯელესში შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობა, რომელშიც როგორც გაირკვა, საერთოდ არც კი მიუღია მონაწილეობა.

2008 წელს მას სასამართლომ 47 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომლის შემდეგაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა ეჭვმიტანილი და მისი ცოლი უდანაშაულობის დამტკიცებას. ინფორმაციას GUARDIAN-ი ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის პროკურორმა აღიარა, რომ მარტინესი შეცდომით იქნა პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 4500 დღიანი პატიმრობის შემდეგ იგი გაათავისუფლეს.

დაკავების დღეს, მარტინესი დილის 4:30 წუთზე ადგა და მთელი დღე ავეჯის დაცლაზე მუშაობდა. სამსახურის შემდეგ იგი ალკოჰოლის მაღაზიაში შევიდა, სადაც პოლიციელებმა აიყვანეს.რუბენს ბრალად წაუყენეს 2005- 2007 წლებში ჩადენილ 5 ორგანიზებულ ძარცვაში მონაწილეობის გამო. ბრალდება ეყრდნობოდა მოწმის ჩვენებას, რომელმაც მარტინესში მძარველი ამოიცნო, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტმოქმედი ნიღაბს ატარებდა. ამავე დროს მარტინესის ბრალის დამამატკიცებელი საბუთები არ არსებობდა: დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები მისას არ დაემთხვა. მან ბრალის აღიარებაზე უარი თქვა, თუმცა გამომძიებელი და ადვოკატიც ჰპირდებოდნენ, რომ ბრალის აღიარების შემთხვევაში მხოლოდ 2-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ.

მარტინესის ცოლი მარია, მისი ქმრის უდანაშაულობის მტკიცებულებების შეგროვებას განაგრძობდა. ქალს განაჩენის გასაჩივრებაზე რამდენჯერმე უარი უთხრეს. 2015 წელს მარიამ ძალაში შესული სასამართლო განაჩენების შემოწმების კომისიას მიმართა.

კომისიამ საქმის მასალები ხელახლა შეისწავლა და დაასკვნა, რომ მარტინესს არ შეეძლო ჩაედინა ძარცვები, რომელშიც ის დაადანაშაულეს, ვერც ერთი დამადასტურებული ფაქტი არ არსებობდა აღნიშნული ბრალდებებისა, რის გამოც ა განაჩენი გადაიხედა და საბოლოოდ, მარტინესი გაათავისუფლეს. იგი კომპენსაციის სახით 600 000-ზე მეტ დოლარს მიიღებს.

'.$TEXT['print'].'