"მე ვამაყობ პოლიციით!" – სოსო ერქომაიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"მე ვამაყობ პოლიციით!" – სოსო ერქომაიშვილი

,,მე ვამაყობ პოლიციით, პოლიციელი გმირია! ” – გურიის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიმდებარედ განთვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და 2007 წლის 7 ნომბერი გაიხსენა.

,,2007 წლის 7 ნოემბერი. ღვინის აღმართზე ადამიანების ზღვა მიედინებოდა რეზინის ტყვიებსა ზუზუნის ქვეშ, მე და კიდევ 10-15 კაცი, ანუ ბოლო კოლონა მივაწყდით ღვინის აღმართის ბოლო რიგებს. ჩემს გვერდით ბიჭი მორბოდა, მუხლში მსხვილ კალიბრიანი რეზინის ტყვია მოხვდა და მუხლი გადაუგლიჯა, მარტო არ ოყო, მეგობრებმა უპატრონეს მუხლგადაგლეჯილს. მეტეხის ხიდისკენ უნდა გავქცეულიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეცრაზმი ძალიან გვიახლოვდებოდა.

 “ბოლო კოლონამ,” მეტეხის ხიდისკენ გაქცევა გადავწყვიტეთ. გზად ვხედავთ, ხიდის დასაწყისში ერთი ბიჭი ყავთ პოლიციელებს დალეწილი, ჩვენ მივრბოდით რიცხობრივად მეტნი, პოლიციელებმა ხიდის მეორე მხარეს დაიწყეს გადაადგილება, ლესელიძის ქუჩიდან ჩამომავალი პოლიციელების მთელ რაზმს შეუერთდენ, როგორც იქნა გადავაღწიეთ ხიდის მეორე მხარეს, აბანოთუბნის ქუჩით ძლივს გავერიდე პროცესს. (ის ბიჭი მოვასულიერეთ და დავეხმარეთ)
მე აღარ მოვყვები რა მოხდა მთავრობის სასახლის წინ, იქაც დაგვლეწეს!

გუშინდელ დღეზე ბევრს არ ვიტყვი, ყველამ ყველაფერი ცხადად ნახა, დღისით მზისით. ესაა აღსანიშნავი და ხაზგასასმელი. პოლიციამ პროცესის უმტკივნეულოდ მართვა უზრუნველყო!

ხაზგასმით მინდა ვთქვა, პოლიციელი, და ზოგადად პოლიცია იყო, არის, იქნება ნებისმიერი ქვეყნის ხერხემალი, უსაფრთხოება და სტაბილურების განცდა. ამიტომ ვუერთდები საზოგადოებრივ პათოსს, მე ვამაყობ პოლიციით, პოლიციელი გმირია! “ – წერს სოსო ერქომაიშვილი

'.$TEXT['print'].'