დავით მჟავანაძე "წარმოადგინეს მტკიცებულებები სადაც მე მე არ ვარ და ის ის არ არის"
ავტორი: გურიის მოამბე
დავით მჟავანაძე "წარმოადგინეს მტკიცებულებები სადაც მე მე არ ვარ და ის ის არ არის"

დავით მჟავანაძე "წარმოადგინეს მტკიცებულებები სადაც მე მე არ ვარ და ის ის არ არის"

ეს განცხადება რუსთაველის პროსპექტზე აქციის დაშლის შემდეგ დაკავებულმა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა დავით მჟავანაძემ სასამართლოს შენობის დატოვებისას გააკეთა.

"მოსმართლე იძულებული გახდა გამოვეშვით, ის ყოველწუთში ღებულობდა დირექტივებს ჩვენს დაპატიმრებაზე მაგრამ პოლიციამ, რომელიც ამტკიცებდა რომ მე ვაყენებდი შეურაცხყოფას და არ ვემორჩილებოდი, წარმოადგინა კადრები, სადაც მე საერთოდ არ ვარ და არც ის პოლიციელები არ არიან, არის სულ სხვა ხალხი სხვა ვითარებაში, რეჟიმი დამპალია, მისი დღეები დათვლილია" - თქვა მჟავანაძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით დაკავებულები დროებით გაანთავისუფლეს დასკვნითი სხდომა ხვალ 13 საათზე გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფილიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს

 

'.$TEXT['print'].'