მძიმე მდგომარეობაში მყოფი აქციის მონაწილე ბათუმში გადაიყვანეს
ავტორი: გურიის მოამბე
მძიმე მდგომარეობაში მყოფი აქციის მონაწილე ბათუმში გადაიყვანეს

ოზურგეთში, ადგილობრივი მაჟორიტარის და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან მიმდინარე აქციის დროს დაშავებული აქციის ერთ ერთი მონაწილე, ჯაბა ღლონტი გულის შეტევით ბათუმში გადაიყვანეს.

როგორც მისი ტანაგუნდელები აცხადებენ, ღლონტმა გულის შეტევა მას შემდეგ მიიღო, რაც აქციაზე მისულს "ქართული ოცნების" ადგილობრივი აქტივისტები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი შეურაცხყოდა მიაყენეს.

ღლონტს ოზურგეთის მედალფას კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს.

ის რეანომობილით ამ წუთებში ბათუმში გადაიყვანეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან გამართული აქციის ორგანიზატორმა მიხეილ გოგოტიშვილმა გვითხრა.

გოგოტიშვილის თქმით, თალაკვაძის ბიუროსთამ მისულ აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ "ქართული

ოცნების"  ზონდერ ბრიგადები დაახვედრა, რომლებმაც აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი ჯაბა ღლონტს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენეს:

"იმდენად შეუარცხმყოფელი განცხადებები ისმოდა "ქართული ოცნების" პარტაქტივისტებიდან, რომ აქციის ერთ ერთ მონაწილეს, ევროპული საქართველოს ოზურგეთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, ჯაბა ღლონტს გულის შეტევა დაემართა და ის ახლა სასწრაფოდ ბათუმში გადაგვყავს" - გვითხრა გოგოტიშვილმა.

ცნობისათვის: დღეს "ევროპული საქართველოს" ადგილობრივმა აქტივისტებმა ოზურგეთის მაჟორიტარის და პოარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ ტალაკვაძის ოზურგეთის ბიუროს "დაბოლქომენა" სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებს ბიუროსტან პოლიცია და მობილიზებული "ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ და მათ ამის საშუალება არ მისცეს.

'.$TEXT['print'].'