ოზურგეთში აქციაზე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია-მას გულზე სტენტირება გაუკეთდა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში აქციაზე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია-მას გულზე სტენტირება გაუკეთდა

გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატისა და ქვეყნის პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული მოქალქის, ჯაბა ღლონტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" გუშინდელი აქციის ორგანიზატორმა მიხეილ გოგოტიშვილმა აცნობა.

ჯაბა ღლონტი ბათუმის ერთ ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც მას წუხელ სტენტირება (კორონალური სინდრომების ანუ სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტარდება) გაუკეთდა.

ბათუმში დაშავებული ოზურგეთის "ნედალფას" კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, სადაც ის პირდაპირ აქციიდან მოხდა..

გუშინ ოპოზიციის აქტივისტებმა ოზურგეთში არჩილ ტალაკვაძის ბიუროს "დაბოლქომება" სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ და 'ქართული ოცნების" აქტივისტებმა, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ჯაბა ღლონტმა ინფარქტი მას შემდეგ მიიღო როცა მას 'ქართული ოცნების" აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

'.$TEXT['print'].'