სიახლე "ჩემ მარკეტში" - უძველესი ქართული მეთოდით ხაშზე დამზადებული პური
ავტორი: გურიის მოამბე
სიახლე "ჩემ მარკეტში" - უძველესი ქართული მეთოდით ხაშზე დამზადებული პური

ასე ქვია "ჩემი მარკეტის" პურ ფუნთუშეულის განყოფილების ახალ პროდუქტს, რომელიც ადმინისტრაციამ გაყიდვაში ამ დღეებში გაუშვა

როგორც "ჩემი მარკეტის" მფლობელი, ირაკლი სირაძე "გურიის მოამბესთან" საუბარში აცხადებს, პური მზადდება უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით, ნახევარ კილოგრამს იწონის და მისი ფასი ლარნახევარია.

"ეს პური მზადდება დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენთან, აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისში, ერთ ადგილას, ეს ადამიანი, 35 წლიანი გამოცდილებით, თბილისიდან ჩამოვიყვანეთ, მასტერკლასები ჩაატარა და გასული კვირის მიწურულს უკვე ამ უძველესი მეთოდით დამზადებული პურის გამოშვებაც დავიწყეთ" - ამბობს ირაკლი სირაძე.

"პურს ეძახიან ხაშზე დამზადებულს, ჩვენი ბებიები  რომ  ამჟავებდა და ისე ინახავდა ცომს,, ეგაა ხაშზე დამზადებული. შიგნით ერევა ცეხვილი ფქვილი და ჭვავი, ანუ ჭვავის პურია და არის საკმაოდ გემრიელი, ჯანმრთელობისთვის საუკეთესო და რაც მთავარია არ ასუქებს.

საკმაოდ დიდხნიანი პროცესია, ოთხჯერ მეტი დრო სჭირდება ამ პურს, ვიდრე ჩვეულებრივს, ამიტომ ვფიქრობთ საშუალოდ 200 პურს გამოვუშვებთ დღეში -  გვიყვება "ჩემი მარკეტის მეპატრონე..

ირაკლი სირაძე აქვ აანონსებს, რომ კომპანია ახლო მომავალში აპირებს  ქატოს პურის გამოშვებას.

 

'.$TEXT['print'].'