ექსპერეტი: "რა აზრი აქვს დროის, ნერვების და ფინანსების უაზრო ხარჯვას?"
ავტორი: გურიის მოამბე
ექსპერეტი: "რა აზრი აქვს დროის, ნერვების და ფინანსების უაზრო ხარჯვას?"

მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენესაგან პროპორციულ სისტემის მიზანშეწონილობაზე პლებისციტისა ან რეფერენდუმის ჩატარებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

ექსპერტთა და პოლიტიკოსთა აბსოლიტური უმრავლესობა ამ იდეას არასერიოზულს და დროის ფუჭ ხარჯვას უწოდებს.

ამ თენას ეხმაურება ექსპერტი ირაკლი მელაშვილი და სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგად, თუნდაც საკითხის გამარჯვების შემთხვევაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ავტომატურად ვერ მოხდება! რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციის ან კანონის მისაღებად აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით! რეფრენდუმი შეიძლება ჩატარდეს იდეის, ინიციატივის თაობაზე, რომელიც მერე კანონმდებელმა უნდა ასახოს შესაბამის აქტში. ამიტომ რეფერენდიმზე გამარჯვების შემთხვევაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ზუსტად იგივე პროცედურები დაჭირდება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების ხელახლა ინიცირებას: - 76 დეპუტატის მიერ საკითხოს დასმა, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვები და რაც მთავარია 113 პარლამენტარის მხარდაჭერა. თუკი მაჟორიტარები "პრინციპულად" არ უჭერენ მხარს ამ სისტემას, მაშინ რა აზრი აქვს დროის, ნერვების და ფინანსების უაზრო ხარჯვას?"-წერს მელაშვილი.

'.$TEXT['print'].'