ქალბატონი, რომელიც ხელისუფლებამ დღეს ოპოზიციას ცოცხით დაახვედრა, "ნაციონალების" დროს ქუთაისის ციხის თანამშრომელი იყო
ავტორი: გურიის მოამბე
ქალბატონი, რომელიც ხელისუფლებამ დღეს ოპოზიციას ცოცხით დაახვედრა, "ნაციონალების" დროს ქუთაისის ციხის თანამშრომელი იყო

ქალბატონი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები ნინო ჯიშკარიანი, რომელიც დღეს, საკრებულოში მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ცოცხით ხელში დახვდა , 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ქუთაისის ციხის თანამშრომელი იყო.

ჯიშკარიანი დღეს, საკრებულოსაკენ მიმავალ ოპოზიციონერ დეპუტატებს ცოცხით ხელში გადაეღობა და საკრებულოს თანამშრომელ, ასევე ყოფილ "ნაციონალ" გელა ჭანუყვაძესთან ერთად, მათ დაუპირისპირდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც არ მიეცათ საკრებულოზე შესვლის შესაძლებლობა, შენობა დატოვეს და შენობის წინ მდგარი პალმა დააბოქლომეს.

საკრებულოს სხდომა კი 18 საათისათვის გადაიდო.

რაც შეეხება თავად ჯიშკარიანს, ის ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

 

'.$TEXT['print'].'