ქართველი ემიგრანტი - ივანიშვილს კომპრომისის ფსიქოლოგიური შესაძლებლობა არ აქვს
ავტორი: გურიის მოამბე
ქართველი ემიგრანტი - ივანიშვილს კომპრომისის ფსიქოლოგიური შესაძლებლობა არ აქვს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ზურაბ გურული საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმიანება და წერს:

"ერიხ ფრომი იმიტომაც იყო უძლიერესი ფსიქონალიტიკოსი, რომ პრაქტიკაში მართლა იყენებდა ამ ანალიზს და 1932 წელს, გერმანულ სოციუმზე დაკვირვებით დაასკვნა, ჰიტლერის გამარჯვება გარდაუვალი რომ იყო და გაასწრო ამერიკაში.
ვინც ფსიქოანალიტიკა დაიკიდა, ისინი დარჩნენ ...
ივანიშვილზე დაკვირვებისას, მისი მოქმედების განსაზღვრისათვის, ჩემთვის მთავარი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის ანალიზი იყო და არის.
პრაქტიკულად შეუმცდარად შეიძლება მისი ყოველი მოქმედების გათვლა. რა პოლიტიკა, რის პარტიები, ერთი კაცი უკონტროლოდ მართავს და განსაზღვრავს ყველაფერს. ან ძალიან იდიოტი უნდა იყო, ან ძალიან ფარისეველი, რომ დაიჯერო საქართველოს პოლიტიკურ რეალობაზე ივანიშვილის გარდა რაიმე სხვა გავლენის არსებობა.
ჰოდა, მისი ფსიქოპორტრეტის ანალიზის თანახმად, ის იოტისოდენსაც არ დათმობს; ბოლომდე იბრძოლებს და მისი მთავარი არგუმენტი იქნება სადისტური რკინის ნებით ყველა წინააღმდეგობის გატეხვა. ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ ამ ადამიანს კომპრომისის ფსიქოლოგიური შესაძლებლობა აქვს.
გაითვალისწინეთ ტაქტიკის შემუშავებისას და იცოდეთ რაც მოხდება ..." წერს გურული.

'.$TEXT['print'].'