"პატიმართა ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ორი სოციალური საწარმო შეიქმნა
ავტორი: გურიის მოამბე
"პატიმართა ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ორი სოციალური საწარმო შეიქმნა

"ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ორი სოციალური საწარმო შექმნა-
გრავირებისა და ქაღალდის პარკების წარმოების საამქრო, რომლებიც ყოფილი პატიმრების პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას უზრუნველყოფს.
პარკების წარმოების საამქრო გურიის რეგიონში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს, გრავირების საამქრო კი საფლავის ქვებისა და სუვენირების დამზადებას გულისხმობს.
გარდა გურიისა, აღნიშნული პროექტი ,,დემოკრატიის ინსტიტუტის “ მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, სამეგრელო ზემო სვანეთსა და იმერეთშო ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები ასევე გულისხმობს პატიმრების , პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება - განვითარებას, სამედიცინო დახმარებას და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას.

'.$TEXT['print'].'