WASHINGTON EXAMINER: " ტრამპი უნდა დაეხმაროს ქართველებს, რომელთაც საკუთარმა მთავრობამ უღალატა"
ავტორი: გურიის მოამბე
WASHINGTON EXAMINER: " ტრამპი უნდა დაეხმაროს ქართველებს, რომელთაც საკუთარმა მთავრობამ უღალატა"

ამერიკული გამოცემა WASHINGTON EXAMINER-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას, რომლის ავტორიც მოუწოდებს დონალდ ტრამპს ქართველი ხალხის დახმარებისა და დაცვისკენ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან, რომელმაც დადებული პირობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით არ შეასრულა.

„ხალხი მოითხოვს, რომ ქართულმა ოცნებამ შეასრულოს თავისი დაპირება და შეცვალოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პროპორციულით. აღნიშნული კანონპროექტის არ შესრულების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას- კრონი პუტინისტი კაპიტალისტი ოლიგარქი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს კავშირებს დასავლეთთან" - ნათქვამია სტატიაში.

ტომ როგანი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ "ნუ იქნებიან უსაქმური თვითმხილველები იმ დესტაბილიზაციის პროცესისა", რასაც ივანიშვილი ეწევა საქართველოში.

„ პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქართველები არიან პროამერიკული განწყობის და ძნელად სავარაუდოა, რომ ივანიშვილმა ორგანიზებულ ზეწოლას გაუძლოს აშშ-ს მხრიდან. პრეზიდენტმა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ უნდა დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ პროპორციულ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით, რის ფონზეც ერთ-ერთი მათგანი უნდა ეწვიოს საქართველოს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს ქვეყნის დემოკრატიას. აქტიურ მოქმედებაზე უნდა გადავიდეს აგრეთვე აშშ-ს საელჩო, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს „ქართული ოცნებისთვის“ იმ ფაქტს, რომ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა დამოკიდებულია საარჩევნო რეფორმის სწრაფ განხორციელებაზე მთავრობის მხრიდან“

სტატიის ავტორის თქმით, ამერიკის დიპლომატიურმა უწყებამ უნდა გააფრთხილოს ივანიშვილი, რომ მისმა ნეპოტიზმმა შესაძლოა მის აქტივებზე სანქციების დაწესება გამოიწვიოს.

'.$TEXT['print'].'