“საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ აშშ ახლოდან აკვირდება მოვლენებს”
ავტორი: გურიის მოამბე
“საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ აშშ ახლოდან აკვირდება მოვლენებს”

“საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები ახალოდან აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს”ახლოდან აკვირდება მოვლენებს”, – წერს თვითერზე ამნესტი ინტერნეიშენალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დენიელ ბალსონი მას შემდეგ, რაც 26 ნოემბრის ღამეს თბილისში დემონსტრანტები სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა.

მისი პოსტის ადრესატები საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და აშშ-ში საქართველოს საელჩოა.

მას მაგალითად  ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერი  გამონათქვამი მოჰყავს, რომელიც წერდა, რომ  შოკირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის ჩაგდებით.

წუხანდელი აქციის დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი  დენიელ ბალსონი წერდა:

“შეირაღებულმა ძალებმა პატივი უნდა სცენ დემონსტრანტების მშვიდობიანი შკრების და გამოხატვის უფლებას”.

'.$TEXT['print'].'