ჩხიკვიშვილი მჟავანაძეს პასუხობს: "ყოველდღიურად იბარებდნენ როგორც „ურჩ“ პეადაგოგს და თქვენივე ბელადისთვის ხოტბის შესხმას ავალებდნენ"
ავტორი: გურიის მოამბე
ჩხიკვიშვილი მჟავანაძეს პასუხობს: "ყოველდღიურად იბარებდნენ როგორც „ურჩ“ პეადაგოგს და თქვენივე ბელადისთვის ხოტბის შესხმას ავალებდნენ"
ადამიანისთვის, რომლისთვისაც არანაირი ფასეულობა არ არსებობს, მათ შორის არც ქალი კოლეგების მიმართ, ყოველგვარი უმსგავსო, რეალობას აცდენილი განცხადებები რა გასაკვირია?!
ასე ეხმიანება, "გურიის მოამბესთან" საუბარში, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, როზეტა სკამკოჩაიშვილის (ქართული ოცნება) მისამართით, ამავე საკრებულოს დეპუტატის, დავით მჟავანაძის (ნაციონალური მოძრაობა) მიერ წაყენებულ ბრალდებებს, სკამკოჩაიშვილის შვილი, ამავე საკრებულოს დეპუტატი (ქართული ოცნება" მარიკა ჩხიკვიშვილი.
"მთავარი სიმართლე იცით რა არის ბატონო დავით? თქვენი ხელისუფლების პირობებში არა მარტო ქალების დაბულინგებას ჰქონდა ადგილი, არამედ აი იმ ადამიანს, რომელზედაც ასე ურცხვად ცრუობ, ყოველდღიურად იბარებდნენ როგორც „ურჩ“ პეადაგოგს და თქვენივე ბელადისთვის ხოტბის შესხმას ავალებდნენ,
სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ, ოჯახის წევრებს ჯარიმას-ჯარიმაზე უწერდნენ, აი ეს არის ერთადერთი სიმართლე,
არა მარტო ჩემს ოჯახზე, არამედ თქვენივე ხელისუფლების პირობებში საქართველოს უმეტეს მოსახლეობაზე. თქვენვე აფასებთ საკუთარ თავს მოძალადე პარტიად, თქვენივე პარტიის წევრობა კომპრომატად გაქვთ, აბა ქართველმა ხალხმა კარგა ხანია გამოგიტანათ განაჩენი- პოლიტიკური სანაგვე!" აცხადებს ჩხიკვიშვილი.
'.$TEXT['print'].'