ოზურგეთში მაწანწალა ძაღლები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყავენ და უშვებენ -ძაღლის გადაგდების შემთხვევაში შესაძლოა მეპატრონე დაჯარიმდეს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთში მაწანწალა ძაღლები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყავენ და უშვებენ -ძაღლის გადაგდების შემთხვევაში შესაძლოა მეპატრონე დაჯარიმდეს

კონსტანტინე შარაშენიძე; "გვატყობინებენ სხვადასხვა სოფლიდან, რომ მაწანწალა ძაღლები ავიწროებენ მოსახლეობას, ანადგურებენ შინაურ ფრინველებს"

ძაღლის გადაგდების შემთხვევაში შესაძლოა მეპატრონე დაჯარიმება-ეს ერთერთი რეკომენდაციაა, რომელიც უპატრონო ძაღლების მომრავლების პრობლემის განხილვისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომისას დამსწრეებმა ოზურგეთის მერიისათვის შეიმუშავეს.

ოზურგეთის მერიამ მაწანწანალ ძაღლების პრობლემის მოგვარებაში დახმარებისათვის შესაძლოა ევროკავშირს, ან სხვა რომელიმე დონორ ორგანიზაციასაც მიმართოს:

"მუნიციპალიტეტს შეუძლია გამოყოს მიწა თავშესაფრისთვის. ევროკავშირი ან სხვა დონორის მიერ უნდა მოხდეს გრანტის სახით თავშესაფრის მოწყობა. თავშესაფრით მოხდება ძაღლების შენახვა".

ეს განცხადება სხდომაზე სადაც  უპატრონო მაწანწალა ძაღლების პრობლემას განიხილავდნენ საკითხით დაინტერესებულმა პირმა კახა ვასაძემ გააკეთა.

საკითხის განხილვის დასაწყისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, რომ პრობლემა აქტუალურია, მაგრამ მისი გადაჭრის გზების პოვნა ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. ქუთაისში არსებობს ცხოველთა დაცვის პროფილით მომუშავე ორგანიზაცია შესაბამისად მათ მიერ მოწოდებული რეკომენდაცია კასტრაციასთან, დანომრვასთან და ა.შ. აქ ვერ ხერხდება. არაერთხელ გვატყობინებენ სხვადასხვა სოფლიდან, რომ მაწანწალა ძაღლები ავიწროებენ მოსახლეობას, ანადგურებენ შინაურ ფრინველებს და ა.შ.

"არაერთხელ ესაუბრ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხოველთა დამცველებს, თუმცა გამოსავალი ვერ მოინახა არსებული რესურსებიდან გამომდინარე. ცხადია მკაცრი ზომების მიღება არღვევს ცხოველთა უფლებებს" , ზვიად ერაძე, სათათბიროს წევრი;.

ხათუნა თოიძემ , სათათბიროს წევრი; "სოფელ ლიხაურის ცენტრში მოზარდები შეესწრნენ მაწანწალა ძაღლების დაჭერის პროცესს და ისეთი ფორმით განხორციელდა, რომ ბავშვებს დიდი ემოციური სტრესი მიადგა. ბათუმელი ცხოველთაუფლებადამცველი  რომელიც მანქანით გადაადგილდება, კვებავს უპატრონო ძაღლებს და ასევე აღრიცხავს ძალღლებზე მავნე ზემოქმედების ფაქტებსაც და ახდენს შემდგომ რეაგირებას (კენჭის სროლა მოსახლეობის მხრიდან და ა.შ.)".

მონაწილეემა აღნიშნეს, რომ მაწანწალა ცხოველები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან. რაც შეეხება თავშესაფარს, საბჭოს წევრის თამაზ ტრაპაიძის თქმით თავის დროზე ბაილეთში მუნიციპალიტეტმა გამოყო თანხა თავშესაფრის ასაშენებლად, და დღეს, რატომღაც, ეს და ეს კერძო საკუთრებაშია. საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ მახარაძემ დასძინა, რომ, მისი ინფორმაციით, - მუნიციპალური განვითარების ფონდი აპირებს მუნიციპალური თავშესაფრების აშენებას. არ არის ჯერ მიღებული კანონი (თუმცა წარდგენილია) თუმცა თავშესაფარში ძაღლი მუდმივად ვერ გაჩერდება. თავშესაფარი უნდა იყოს გამტარი.

რეკომენდაცია: მოწესრიგდეს ნორმატიურლი აქტები (ცვლილება). გამოიყოს სამსახური, რომელიც აღრიცხავს ყველა ძაღლს, მიენიჭება შტრიხ კოდი და გადაგდების შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება. რადგანაც კასტრაცია გარკვეულ სახსრებთანაა დაკავშირებული, შესაძლოა უფასო კასტრაციის პროგრამის განხორციელება. მუნიციპალიტეტმა შეიმუშვოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა ხალხის ჩართულობით ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  სხდომა ამ დღეებში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

გრიგოლ მახარაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

თამარ ღლონტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანი.

ესწრებოდნენ: საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადგენელი ირაკლი პაპავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე, ოზურგეთის ღვაწლმოსილი მოქალაქე კონსტანტინე შავიშვილი, კერძო ბიზნესის წარმომადგენელი ალექსანდრე ტუღუში, პედაგოგი ხათუნა თოიძე, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ზვიად ერაძე, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ღლონტი(მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანი), მეწარმე ოლეგ გობრონიძე, „პროგრესის სახლისგამგეობის თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე. სხდომას ასევე ესწრებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით დაინტერესებული პირები კახა ვასაძე, ნატო მუჯირი, დავით გურული და ოთარ რევიშვილი.

'.$TEXT['print'].'