დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საჭიროა მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირება
ავტორი: გურიის მოამბე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საჭიროა მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერზე სოციალურ ქსელში წერს:

"ეკლესიის კიდევ ერთი სირცხვილი და სკანდალი მოედო საინფორმაციო სივრცეს: ზუგდიდში ბერი დაიჭირეს დიდი ოდენობით ნარკოტიკებით. ასე იცის უკონტროლო და შემთხვევითი პირების მასობრივმა აღკვეცებმა და ხელდასხმებმა... ამის მიუხედავად, ზოგიერთები მაინც მოჰყვებიან ფარისევლურ მოთქმას: "ეკლესიას ებრძვიან", "ბოროტი იბრძვის რწმენის წინააღმდეგ" და სხვა ასეთი ფრაზები, რომლებიც მხოლოდ თვალის ახვევაა და ნაცრის შეყრა ადამიანებისთვის.

ეკლესიას ებრძვის და ანგრევს შიდა უწესრიგობა და ამორალიზმი, ესაა ეკლესიის ნამდვილი მტრები და არა კრიტიკოსები, ეს გაიგოს ყველამ. ამიტომ გადაუდებლად საჭიროა შიდა საეკლესიო ადმინისტრაციული რეფორმები, მათ შორის მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირება. ასევე აღკვეცის და ხელდასხმის წინაპირობად ნარკო და ფსიქო შემოწმება შესაბამისი პროცედურებით. აქამდეც ბევრი ანაფორიანი დაიჭირეს, ზოგი არ გაშუქდა მედიით და უფრო ბევრი კიდევაა პასუხსაგები."- წერს დეკანოზი.


'.$TEXT['print'].'