ცენტრალური ავტობანის მშენებლობა ორი თვეა შეჩერებულია - მიზეზი ოზურგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებია
ავტორი: გურიის მოამბე
ცენტრალური ავტობანის მშენებლობა ორი თვეა შეჩერებულია - მიზეზი ოზურგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებია
ცენტრალური ავტობანის გრიგოლეთი შეკვეთილის მონაკვეთის მშენებლობა ორი თვეა შეჩერებულია - მიზეზი ოზურგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებია
ოზურგეთის რაიონის სოფლების ძიმითისა და ნასაკირალის მოსახლეობა შეიკრიბა დღეს ნასაკირალის გადასასვლელზე და პროტესტის ნიშნად  ოზურგეთი ჩოხატაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა.
ადგილობრივები ინერტული მასალით დატვირთული დიდი გამწეობის სატვირთო ავტომობილების მოძრაობას აპროტესტებდნენ.
მათი განცხადებით მდინარეებში ინერტული მასალების უკანონო მოპოვების გამო ისინი წყლისა და გზის გარეშე რჩებიან ხელისუფლება კი არანაირ ზომებს არ ღებულობს.
თავის მხრივ ინერტული მასალების გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ამ საპროტესტო აქციის გამო, რომელიც ნასაკირალის გადასასვლელზე პერიოდულად მიმდინარეობს და მოსახლეობა მანქანებს არ ატარებს ცენტრალური ავტობანის მშენებლობა ორი თვეა შეჩერებულია.

„ჩვენ ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერი დიალოგის მომხრე, მაგრამ ის რომ ჩოხატაურში დაგორდა ორ მეტრიანი ქვა და აქ ვიღაცის საფლავს დაეცა, მსგავსი სახის ინტრიგები ნაკლებად მაინტერესებს. მოვედი მოსახლეობასთან სალაპარაკოდ,ვარ მზად ვარ რომ დავეხმარო ყველანაირად, ჩვენ ვართ ავტობანის მშენებარე კომპანია, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით, ორი თვეა უმუშევრად ვართ. აქ ხდება სპეკულაციები ვიღაც ჯგუფების მიერ. ნებისმიერ მოლაპარაკებაზე ვართ მზად რომ მოსახლეობაც იყოს კმაყოფილი და საქმეც გაკეთდეს.

ორი თვეა შეკვეთილი-გრიგოლეთის გზა.გურია არის ბლოკირებული,ინერტული მასალები ვერ შეგვაქვს, ამის გამო ავტობანის მშენებლობა 2 თვეა შეჩერებულია. ესაა თურქული კომპანია „ფოლად“ , კონტრაქტორია „ქიემსი“- კომპანიის თანადამფუძნებელი აკაკი წითლიძე.

„ეს არის გლობალური პრობლემა,ეხება ჩვენ სოფელსაც, ჩვენ მაცხოვრებლებსაც. ჩვენ შეხვედრა გვქონდა მერთან, გუბერნატორთან, დავაყენეთ ეს პრობლემა,მივიღეთ მათგან დადებითი პასუხები, უბრალოდ მშენებელი კომპანიების მანქანები ისევ მოძრაობს, პრობლემა ისაა რომ ინერტული მასალების ამოღება ხდება, მდინარე სუფსიდან და ეს მაგნიტური სილა რაც ჯანმრთელობისღვისაა სასარგებლო აღარ იქნება.სახლები შეიძლება დაცურდეს და შეიცვალოს მდებარეობა 20-30 მეტრით. 70-80 % სახლების შეიცვლის მიმართულებას და შეგვექმნება საშიშროება.ჩვენ გვინდა პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტა.არანაირი დაპირისპირება ჩვენ არ გვინდა.“- განაცხადა ძიმითის თემის  მკვიდრმა ლევან თავდიშვილმა, აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა.

„ამხელა მანქანები რომ დადის, რომ შემოხვიდეთ ახლა ჩვენთან სახლში ნახავთ როგორ ირწევა სახლი, ზანზარობს სულ, გზები დაიბზარა,იმხელაზე ამოიღეს და არის ისე დატოვებული ორმოები, ამის გამო წყლები გაგვიფუჭდა, რომ შემოხვიდეთ და ნახოთ რანაირი წყალია, არ დაილევა. წყალი მთავარი საარსებო წყაროა და ესენი თუ მერე გააკეთებენ ჩვენ ვზარალდებით,ამხელა მანქანების სიარულის გამო აღარც წყალი გვაქვს  და ბიდონებით დაგვაქვს წყლები ამხელა გზაზე. ცენტრალური წყალი გავაკეთეთ,ბასეინი გვაქვს და რაც გაააფუჭეს ამათმა მოვითხოვთ ეს მაინც გავიკეთონ მაგიორში. თუ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები ისევ გაგრძელდება აქციები.“- გვიყვება ნინო გოგუაძე ადგილობრივი კვიდრი.

„ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით მივაღწიეთ შეთანხმებას. ორშაბათს ან სამშაბათს მოხდება საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება , მოხდება მერთან, გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, გაივლიან ყველა პრობლემას, გაივლიან სამართლებრივად თუ რა როგორ არის და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას რა ფორმით და როგორ იქნება გაგრძელებული მუშაობა რათქმაუნდა მოსახლეობასთან და კომპანიასთან შეთანხმებით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.ეს ორი დღე შეჩერდება ყველანაირი სამუშაოები საინიციატივო ჯგუფის შექმნამდე.“- განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ.

'.$TEXT['print'].'