ეკლესიაში უნდა წავიდეთ და ვილოცოთ- მიხეილ სააკაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ეკლესიაში უნდა წავიდეთ და ვილოცოთ- მიხეილ სააკაშვილი

მაიდანზე კი არ უნდა წავიდეთ, არამედ ერთად უნდა წავიდეთ ეკლესიაში და ვილოცოთ, რომ ვლადიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა წარმატებული იყოს. ეს იქნება ღირსეული პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინული ჟურნალისტის, სავიკ შუსტერის გადაცემაში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ მხარეს ზის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ძალიან სურს უკრაინის დასუსტება, მეორე მხარეს კი, არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც ხალხმა აირჩია და რომელსაც მანდატი გააჩნია.

„პუტინის უკან რუსეთი დგას, რადგან მან მოკლა ოპოზიცია. იქ პუტინს ყველა ეთანხმება, რაც არ უნდა გააკეთოს პუტინმა ყველა ხელებს ზევით სწევს და შესაბამისად, მას ავტომატური მხარდაჭერა აქვს. აქეთ მხარეს კი, არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც იქ მიდის მოლაპარაკებებზე და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ასეთ შემთხვევაში? მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ წინასწარვე ვთქვათ, რომ ეს არის კაპიტულაცია. პრეზიდენტ ზელენსკის კი კაპიტულაციის და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. არც ერთი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ერთ მხარეს არის პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც 100-პროცენტიანი ფორმალური მხარდაჭერა აქვს და მეორე მხარეს არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომლის შემთხვევაში ხალხი მაიდანზე უკვე ბიოტუალეტებს ამზადებს და ამბობს, რომ ყველაფერი ცუდადაა. მინდა დავსვა კითხვა, ეს ასუსტებს თუ არა უკრაინის პოზიციას. თუ მოლაპარაკებებზე უკრაინა დამარცხდება, მასთან ერთად მთელი უკრაინა დამარცხდება."– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

'.$TEXT['print'].'