ტრაგედიაა როცა დედები ბავშვებს ზრდიან სკაიპით, ესაა იძულებითი გადასახლება, ლეკიანობა- მარგველაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ტრაგედიაა როცა დედები ბავშვებს ზრდიან სკაიპით, ესაა იძულებითი გადასახლება, ლეკიანობა- მარგველაშვილი

სანამ ოპოზიციაში ვიყავით ვიცოდით რომ პროპორციული არჩევნები კარგი იყო, მოვედით და დავივიწყეთ ეს ყველაფერი- განაცხად ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ფორმულას" ეთერში გადაცემა- "გიორგი თარგამაძის ფორმულა"

"ტრაგედიაა როცა დედები ბავშვებს ზრდიან სკაიპით.დედები იმისთვის რომ ოჯახი არჩინონ, მიდიან და არიან გადახვეწილები,ეს იგივე ლეკიანობაა,ესა იძულებითი გადასახლებაა. ჩვენ გუნდს,უნდოდა რომ ჩვენ, ეს ხალხი დაგვებრუნებინა სამშობლოში. არადა ივანიშვილმა რაც თქვა, რომ ხალხი უნდა წავიდეს და უცხოეთში დასაქმდეს, ესაა ტრაგედია.ვერ ვხედავ მიზეზს რატომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა იყოს ეკონომიკურად უფრო წელშიგამართული,ეკონომისტებიც კი ვერ ხსნიან ამას."- განაცხადა მარგველაშვილმა.

'.$TEXT['print'].'