მარგველაშვილი: ახალგაზრდებმა ერთ ღამეში ქართული ოცნება გააღადავეს
ავტორი: გურიის მოამბე
მარგველაშვილი: ახალგაზრდებმა ერთ ღამეში ქართული ოცნება გააღადავეს

"ძალიან სენსიტიური იყო ამ ახალგაზრდების დანახვა, როგორ უცებ, ერთ ღამეში შეცვალეს მახინჯი პოლიტიკური დისკურსი, რაშიც "ოცნება" გვაცხოვრებდა",- ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამოქალაქო პროტესტს. როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" განაცხადა, ახალგაზრდა თაობამ ხელისუფლება "საღადაო" ამბად გადააქცია. 

"ძალიან გააღადავეს, რადგან "ოცნების" 7-წლიანი იდეოლოგია იყო მიშას არ მოსვლა. მათი მთავარი ფუნქციაა მიშა არ ჩამოვიდეს და ეს უცებ, მარტივად, ეს ფარსი ახალგაზრდებმა აქციეს საღადაო ამბად. დღეს ამ მდგომარეობაში ვართ",- განაცხადა მარგველაშვილმა.

'.$TEXT['print'].'