"ძალიან მაინტერესებს ნაციონალებმა რატომ არ "გაგიმართლეს"
ავტორი: გურიის მოამბე
"ძალიან მაინტერესებს ნაციონალებმა რატომ არ "გაგიმართლეს"

"ძალიან მაინტერესებს ნაციონალებმა რატომ არ "გაგიმართლეს"

ამ კითხვით ფეისბუკმომხმარებელი ალექანდრე ქართველი საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და თავადვე პასუხობს:

"ერთმა მეგობარმა დამიწერა ნაციონალებს ხმა მივეცი 2003 ში მაგრამ არ გამიმართლესო.

პასუხად დავუწერე

ძალიან მაინტერესებს ნაციონალებმა რატომ არ "გაგიმართლეს"

თუ ეკონომიკის გაოთხმაგება და ბიუჯეტის გათორმეტმაგება გკიდია, იუსტიცია გკიდია, ჯარი გკიდია, რეფორმირებული პენიტენციალური სისტემა გკიდია, ეროვნული გამოცდები გკიდია, ქრთამის და კორუფციის მოსპობა გკიდია, პატრული გკიდია ...

ძალიან ბევრი ხომ არ არის მხოლოდ ცხრაწლიანი პერიოდისთვის?

თუ დადგმულმა ცოცხებმა გაგიცრუა იმედები ან "ქუჩაში ბიჭებს ხოცავდნენ" კგბ-ს პროპაგანდამ?

აგერ უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი თუ აზერბაიჯანი დღესაც ვერ ახერხებს

ბელორუსში და რუსეთში ავტოკრატული რეჟიმებია

შუა აზიაში დიქტატურაა

ასფალტი ხომ არ ვჭამოთ და დენი ვის უკვირს მსჯელობის დონეზე ხომ არ უნდა დავიდეთ?

აგერ ტრამპმა ერთი საგადასახადო რეფორმა მოახერხა და ჩემს თვალში უკვე გაამართლა და სააკაშვილმა ოცზე მეტი რეფორმა დაიწყო და დაასრულა ...მხოლოდ ცხრა წელიწადში

წარმოდგენილი გაქვს რა არის ბიუჯეტის 12 ჯერ გაზრდა და იცი რამხელა ნება, ინტელექტუალური რესურსი და მენეჯმენტი ჭირდება?

სხვა რეფორმებზე აღარც ვამბობ

ასეთ მასშტაბურ რეფორმებს ანალოგი არ აქვს ისტორიაში და თუ აქვს 50-60 წლის ხანგრძლივობის

ბუნების მოცემულ მოცემულობად რომ ღებულობთ დენს, წყალს, პატრულს, ბათუმს თუ სიღნაღს ... თითქოს ჰაერიდან მოვიდა და ჯადოსნური ჯოხი ჰქონდა ენმ-ს"-წერს ფეისბუკმომხმარებელი.

'.$TEXT['print'].'