გურიაში საბავშვო ბაღებისათვის განკუთვნილი ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს
ავტორი: გურიის მოამბე
გურიაში საბავშვო ბაღებისათვის განკუთვნილი ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს

გურიის სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოში აღმოჩენილ ვადაგასულ პროდუქციას ანადგურებენ, მის მფლობელ კომპანია "სოფოს" კი 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

როგორც "გურიის მოამბეს" სურსათის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსმა მანანა ერქომაიშვილის გვითხრა, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

_ ეს არის შპს "სოფოს" კუთვნილი ფართი, აღმოჩენილია ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი, ხორცი არ არის დამუშავებული, მისთვის არ არის მოშორებული რისკის შემცველი ნაწილები და ისე არის დასაწყობებული.

"ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს. ამ შემთხვევაში ხორცი, რომელიც არის ვადაგასული, ეტიკეტის და საბუთების გარეშე ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ პროდუქციის ნაწილზეა ეტიკეტი 4 დეკემბრით _ გვითხრა ერქომაიშვილმა. 

მისივე თქმით, სააგენტო სასაკლაოში, რომელიც შპს "სოფოს" იჯარით აქვს აღებული, სატელეფონო შეტყობინების მიღების შემდეგ შევიდა,

სამსახურის ინსპექტორები პროდუქციას ამ დღეებში გაანადგურებენ.

'.$TEXT['print'].'