ასკურავა ხორცის სკანდალზე "უსწრაფეს ვადებში მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს!"
ავტორი: გურიის მოამბე
ასკურავა ხორცის სკანდალზე "უსწრაფეს ვადებში მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს!"

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სურსათის უვნებლობის მიერ ოზურგეთში, აჭარის საბავშვო ბაღებისათვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცის ამოღებას ეხმიანება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"შპს "სოფოს"(შპს რომელიც გურიის და აჭარის საბავშვო ბაღებს ძროხის ხორცით ამარაგებს)მფლობელი რომ თაღლითი და დანაშავეა ეს არაერთგზის გამოვლინდა იმ დარღვევებით რომელიც ამ ერთ წელიწადში სამჯერ გამოვლინდა უკვე.
მე ის მაინტერესებს და ოფიციალურად მოვითხოვ შესაბამისი უწყებებებიდან განმარტებებს,ვინ დგას ამ შპს-ს უკან ისეთი გავლენიანი,რომ მიუხედავად სუსრასათის უვნებლობის სამსახურის მიერ ჯერ დისკვალიფიკაციისა და ამჯერად ვადაგასული ხორცის ამოღების შემდგომაც კი,კიდევ ოპერირებდეს ბაზარზე?!
ვერავინ დამაჯეებს,რომ ეს შემთხვევითია და ვიღაც ბობოლა ბაბაიას ხარჯზე, ეს თაღლითი შპს არ აყენებს ჩვენი შვილების სიცოცხლეს რისკის ქვეშ?!
ამაზე უსწრაფეს ვადებში მოვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს!" წერს ასკურავა.

'.$TEXT['print'].'