ჟურნალისტი ვადაგასული ხორცის მეპატრონეს - "არგამომგზავნს გავარტყი!"
ავტორი: გურიის მოამბე
ჟურნალისტი ვადაგასული ხორცის მეპატრონეს - "არგამომგზავნს გავარტყი!"

"რუსთავი 2-ის" ყოფილი და ამჟამად ტვ "მთავარის" ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი, შპს "სოფოს" წარმომადგენლის განცხადებას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმიანება, როცა ამ უკანასკნელმა, (გურიის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი საბავშვო ბაღებში შესატანი ხორცი ვადაგასულად ცნო და სალიკვიდაციოდ გაამზადა) თქვა, -"რუსთავი ორში მიმაქვს ეს ხორცი, უნდა ვაჭამო გვარამიას... ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ მშიერი დატოვეს და ხორცი მიაკლდათ. ვიცით, რომ გშიათ, რუსთავი ორს შია..."

ვადაგასული ხორცის მეპატრონის მუჰამედ ბერიძის განცხადებით, ხორცი არა ბავშვებთან, არამედ ნიკა გვარამიასთან და მის მშიერ ჟურნალისტებთან უნდა გაეგზავნა.

თენგიზ გოგოტიშვილი - "მადლობის მეტი რა მეთქმის მშიერი ჟურნალისტების სახელით (გვარამია თავის მოკითხვას თავად შეუთვლის) ამ კეთილ...შობილი განზრახვიზა ამ პატიოსანი კაციზა, მაგრამ ისეთი სოფლიდანაა, მერე ნათესავი აღმოჩნდება ეს ჩემის ... ხორცით სავსე და...

კაი, დამეთხუე ერთი, ვინცხა ხარ ყაზილარი!
და სხვათაშორის, პასილკაზე მისამართს რომ დააწერ, "რუსთავი 2" აღარ მიაწერო, ეგ მაგ ხორცივით ვადაგასული გვარამიასია.
ახალი გვარამია "მთავარი არხია".

და არგამომგზავნს გავარტყი" - წერს გოგოტიშვილი.

'.$TEXT['print'].'