"გურულ-აჭარული (ჭვანური) შემოქმედების კვალდაკვალ"
ავტორი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
"გურულ-აჭარული (ჭვანური) შემოქმედების კვალდაკვალ"

ფოლკლორის ცენტრში ფოლკლორული საღამო "გურულ-აჭარული (ჭვანური) შემოქმედების კვალდაკვალ" გაიმართა. ღონისძიებას ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. გურიის რეგიონმა და აჭარამ საუკუნოვანი ურთიერთობებით, მეგობრობით, მეზობლური დამოკიდებულებით ქართული სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, საპატიო სახეები და საგმირო ისტორიები შექმნეს, რაც ჯერ ზეპირსიტყვიერებაში, შემდეგ მწერლობასა და ფოლკლორში აისახა. ფოლკლორული ღონისძიება სწორედ გურულ-ჭვანური სიმღერების მსგავსებიდან გამომდინარე დაიგეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის "შემოქმედი"-სა და შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლის "ჭვანას" ერთობლივ კონცერტს. ანსამბლმა "შემოქმედმა" და "ჭვანამ" აჭარასა და გურიაში შემონახული ადგილობრივი, ორიგინალური ფოლკლორული სიმღერების სხვადასხვა ვარიანტები შეასრულეს. ფოლკლორული საღამო, კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით შუახევის შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებს სურათების გალერეამ უმასპინძლა.

 

'.$TEXT['print'].'