მასშტაბურ მიუზიკლს ოზურგეთში პრეზიდენტი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად ესწრებოდა
მასშტაბურ მიუზიკლს ოზურგეთში პრეზიდენტი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად ესწრებოდა

მასშტაბურ თეატრალურ სანახაობას, რომლის რეჟისორი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი რედა ბენტიფორი (სხვადასხვა დროს უმუშავია ელტონ ჯონთან, დაიანა როსისთან, ვანესა პარადისთან, მაიკლ ჯექსონთან), ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ოზურგეთელ მაყურებელთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის სტუმრების თანხლებით ესწრებოდა.
მიხეილ სააკაშვილი: `წარმოიდგინეთ ვიმყოფებით ოზურგეთის ძველ თეატრში, რომელსაც ახლა ვაღდგენთ, ყველაზე მაგარი ფრანგი რეჟისორის მიერ დადგმული ქართული კლასიკა, წარმოუდგენლად მაგარი მაყურებელი, თან მახლდა უზარმაზარი ქვეყნის, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეს ყველაფერი ხდება გურიის ცენტრში, სადაც არის ძალიან მაგარი ხალხი. რამდენიმე წლის წინ მე პირადად არ შემეძლო ოცნება ასეთ წარმატებებზე კულტურის სფეროში. ახლა ეს უნდა გადაედოს ყველაფერს, ცხოვრების დონეს, ხარისხს, რაც ადრე მხოლოდ ერთი მუჭა ხალხისთვის იყო განკუთვნილი, ახლა ყველასთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.  ყველა სოფელმა, რაიონმა უნდა იგრძნოს განვითარება და ამ განვითარების სარგებლობა არა მხოლოდ სპექტაკლებში, არამედ რეალურ ცხოვრებაში, _ ეს არის მთავარი~.  
რამაზ ნიკოლაიშვილი: მიხარია, რომ ულამაზესი საღამო შედგა დღეს ოზურგეთის თეატრში, ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო, საიდანაც დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს დავესწარი. მომეწონა გარემო, რომელშიც მოვხვდი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სპექტაკლს დაესწრო, სახლში ბედნიერი დაბრუნდებოდა. სულ ასე უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის~.
ნანახით შექმნილ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს ოზურგეთელმა მაყურებლებმაც:
გია მაისურაძე: `ძალიან კმაყოფილები ვართ. მონატრებული ვართ ასეთ საღამოებს, ამიტომ ორმაგად სასიხარულოა ეს ჩვენთვის~.
მაგული გაფრინდაშვილი: `აღფრთოვანებული ვარ და დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომ ღირსი გაგვხადა და ოზურგეთელებს გვაჩუქა ასეთი კარგი და ლამაზი საღამო~
ნოდარ გოგუა: `შთაბეჭდილება არის სასწაული, წარმოუდგენელი, სამწუხაროა, რომ სრული ვერსია ვერ ვიხილეთ, მაგრამ რაც ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა~.
სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი ნიკოლოზ რაჭველია, ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი არგენტინელი _ სანტიაგო ფერნანდესი. მიუზიკლში გამოყენებულია ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფია.
თანამედროვე `ვერის უბნის მელოდიებში~ სოფო ნიჟარაძე, სამორი ბალდე, სალომე ჩიჩუა, ვანიკო თარხნიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ბუბა კიკაბიძე და სხვა ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

'.$TEXT['print'].'