გურულის საახალწლო მილოცვა - გაზეთი "ივერია" 1905 წლის 1 იანვარი
ავტორი: კახა ჩავლეშვილი
გურულის საახალწლო მილოცვა - გაზეთი "ივერია" 1905 წლის 1 იანვარი

ძველ პრესაში საკალდო გურულ მილოცვებს ვეძებდი და გაზეთ "ივერიას" 1905 წლის 1 იანვრის ნომერში წავაწყდი სტატიას სათაურით გურულის წერილები (მე-3 წერილი, ავტორი: გაბილაი კარშია).

 წერილი ძალიან საინტერსოა სხვა მხრივაც, მაგრამ მისი სიდიდის გამო ამჟამად მხოლოდ შესავალ ნაწილს გთვაზო, რადგანაც სწორედ ეს ნაწილი მოიცავს საახალწლო მილოცვას.

მილოცვა საინტერესოა ყველაფერთან ერთად, მისი შინაარსის გამო, უნდა აღინიშნოს, რომ 1905 წლის განმავლობაში გურიაში დიდი ამბები ხდებოდა, მაგრამ  "ივერიაში" ფაქტიურად არაფერია დაწერილი ამ მხრივ გასაგები მიზეზების გამო.

 ამ წერილის მისალოცი ნაწილი გარკვეულწილად ასახავს გურიაში იმ დროს არსებულ სიტუაციას, მაგალითად ერთ ნაწილში საუბარია ბატონის წყალობის აუცილებლობაზე, შემდეგ ნაწილში კი გურიელის მამულებზე და იარაღზეა საუბარი, წერილის შესავალის ტექტს:

 "გაბილაი გახლავარ!... გთხოვთ მიცნობდეთ და მწყალობდეთ.. კწყალობდეს ფამფალეთის სამას სამოცდა-ხუთი წმინდა გიორგი და სუჯუნა გადაჭედილი, მომილოცავს ყველაიზა გასული შობა და დღემანდელი ფეხბედნიერი კალანდა. მოქცეს ღმერთმა ხთის და ბატონის წყალობა. წმინდა ბასილეს წყალობა, პური და ღვინო, თეთრი და საქონელი, ათასი ჯორის ჭვირნული ქონება, თვალი და მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი, ჯანის სიმრთელე, გული მხიარული, წელის იარაღი, გურიელის ხმალი, მისი მამული, მაჭახელაი თოფი, მოთელილი ფიშტო, შეჭედილი ყამა. მომყავს ბედაური ქორი, შეკაზმული ცხენი, მწევარ მეძებრები, გაბაწრული შენი მტერი და ჩაჩუტი. ღმერთმა ბრავალი გაგითენოს დღევანდელი დღესასტავლი, გწყალობდეს წმინდა ბასილე და დიდი ქათმის ფერხვა. აგუნამც ისე ხელხვავრიელად ჩამოგიაროს, მთელი ამ წელიწადში თვენ მარანში ღვინო სულ წყალსავით - აგაცილოს ღმერთმა მტერის რისხვა და ატაკუტაია ყაძახის მუჯლუგუნი და მათრახი".

 

'.$TEXT['print'].'