"20 წლის ახალგაზრდამ, მისი მეზობელი და აღმზრდელი 80 წლის ქალბატონი ჯერ გააუპატიურა და შემდეგ გაგუდა"
ავტორი: გურიის მოამბე
"20 წლის ახალგაზრდამ, მისი მეზობელი და აღმზრდელი 80 წლის ქალბატონი ჯერ გააუპატიურა და შემდეგ გაგუდა"

ხანდაზმულის მკვლელობაში ეჭვმიტანილს განზრახ მკვლელობასა და ქურდობასთან ერთად გაუპატიურებაც ბრალდება

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დაკავებულს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს, საუბარია ხანდაზმული ქალბატონის გაუპატიურებაზე.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის პროკურატურასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ, მისი მეზობელი და აღმზრდელი 80 წლის ქალბატონი ჯერ გააუპატიურა და შემდეგ გაგუდა.

თავდაპირველად გამოძიებამ საქმე სსკ 108 განზრახ მკვლელობა და 177  ქურდობა - აღძრა. თუმცა, როგორც წყარო იტყობინება გვამის ექსპერტიზის შემდეგ ბრალი შესაძლოა დამძიმდეს და დაკავებულს განზრახმკვლელობასა და ქურდობასთან ერთად ზემოაღნიშნული ბრალიც წაეყენოს.

ბრალის შესაძლო დამძიმებაზე კომენტარს ბრალდებულის ადვოკატი არ აკეთებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლის ზ.დ-ს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ციცინო როხვაძე) ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

ზ.დ-ს გამოძიება მისი მეზობლის 80 წლის ხანდახმული ქალბატონის იზოლდა ხელაძის განზრახ მკვლელობასა და ქურდობას ედავება.

გამოძიების ვერსიით ბრალდებულმა მისი მეზობელი ჯერ გაგუდა შემდეგ კი გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში მდგარი ავტომობილი გაიტაცა.

ადგილობრივების გადმოცემით მოკლული მკვლელთან როგორც მეზობელი ახლო ურთიერთობაში იყო, მეტიც ის მის აღზრდაშიც მონაწილეობდა და ხშირად ეხმარებოდა მას როგორც ფინანსურად ასევე მატერიალურად.

ბრალდებულის ადვოკატი დავით მამალაძე კი "გურიის მოამბეს" ბრალზე" არ ესაუბრება და აქცენტს გარემოზე აკეთებს აკეთებს, რომელიც მისი თქმით ადამიანებს და მითუმეტეს ახალგაზრდებს ყოველგვარ პერსპექტივას ართმევს და მომავლის იმედს უკარგავს:

"ის რაც მოხდა თითოეული ჩვენთაგანის ბრალია, ამაში დამნაშავე საზოგადოება, ხელისუფლება და მედიაა, მე ბრალზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, ეს არის ჩემი კომენტარი" - გვითხრა მამალაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მომხდარი კრიმინალური შემთხვევისას, რომლის დროსაც თავდამსხმელებმა ოჯახში მარტო მცხოვრები 80 წლის მოხუცი ქალბატონი მოკლეს, საცხოვრებელი სახლიდან გატაცებული მსუბუქი ავტომანქანა ვიდეოკამერებმა ჯერ მეზობელ ქალაქ ქობულეთში დააფიქსირეს, მოგვიანებით კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში (შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრში) იპოვეს.

 

'.$TEXT['print'].'