"ქართველებს სიძულვილი არა პიროვნულად სააკაშვილის მიმართ, არამედ მის ცვლილების, ტემპის მიმართ ჰქონდათ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ქართველებს სიძულვილი არა პიროვნულად სააკაშვილის მიმართ, არამედ მის ცვლილების, ტემპის მიმართ ჰქონდათ"

"გვარამიას გადაცემაში, იოანე ყურადღებით უსმენდა მიშას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვერ გაიგო, მაინც შესანიშნავი დასკვნა დადო:
- ქართველებისთვის არ ქონდა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა პრეზიდენტი, მათ სიძულვილი არა პიროვნულად სააკაშვილის მიმართ, არამედ იმ ცვლილების, ტემპის და იდეების მიმართ გაუჩნდათ, რომელიც შესაძლებელია სხვა ადამიანს ჰქონოდა. ამ ადამიანებს კონკრეტულად მიშა კი არა, სძულდათ წესრიგი და ყველა რეფორმა, რომელიც მათი მენტალიტეტისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა.
მიშას ეგრეთწოდებული შეცდომა, ამ შემთხვევაში შეიძლება სიხისტე იყო, მაგრამ ამის გარეშე ვერ შეძლებდა სახელმწიფო ლიდერ პოზიციაზე წარმოეჩინა და მსოფლიოს გეოპოლიტიკის ნაწილი გაეხადა.
ხვალ, შენ, ან ნებისმიერმა სხვამ იგივე რომ გააკეთოთ ანალოგიურ პასუხს მიიღებთ საზოგადოებისგან და აქ კონკრეტულ ინდივიდებზე საუბარი ზედმეტია ვის რა ერქმევა, რა გვარის იქნება, ან როგორი ფიზიონომია ექნება.
არ გეგონოს ქართველებს ვაკნინებ. საფრანგეთს ხომ დიდი გამოცდილება აქვს დემოკრატიის და აქაც, ნებისმიერი რეფორმა გარკვეულ დაბნეულობას, შიშს და ზოგჯერ სიძულვილსაც იწვევს. საქართველოსთვის რომელიც კოლონიალური ქვეყანა იყო, ასე მსუბუქად ვერ გადაიტანდა შოკისებურ სიახლეებს, მითუმეტეს როცა ეს სამართლებრივ, საკანონმდებლო რეფორმებს ეხებოდა. საბჭოთა სისტემას ფუნდამენტად ედო კორუფცია, მექრთამეობა, კრიმინალური მენტალიტეტი და ნეპოტიზმი. მიშამ სწორედ ეს ფუნდამენტი დაანგრია. აპატიებდნენ?
გვარამიამ ნახე რამდენჯერ შეახსენა სიგიჟე? მართალია ეგ კაცი. ნორმალურ ადამიანებს ამის მესამედის გაკეთების შანსი არ გააჩნიათ. (იცინის)
- აი პირადად რომ შეხვდე რას ეტყოდი?
- ხოო... მაგან ფრანგულიც კარგად იცის. ქართულად ბევრს ვერაფერს ალბათ, მაგრამ ვიცი ის რას მეტყოდა
- რას?
- ქართული კარგად ისწავლე, შენ აქ დასარჩენი კაცი არ ხარო
( და ხარხარებს ხმამაღლა)

პ,ს. ნიკას ფანია, გადაცემას არ მაზავს და ქართულსაც ნელ ნელა ამუღამებს. ბუნებრივია გინებებსაც"

წერს აღმასრულებელი დრირექტორი-ად AFG გენერალური ასამბლეა-ში ნუგზარ სულაშვილი ფეისბუკს საკუთარ გვერდზე, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "მთავარ აქცენტებში" გამოსვლის შეფასებისას.

'.$TEXT['print'].'