"საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ"
ავტორი: გურიის მოამბე
"საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ"

"რახან გვქონდა ეს ცხრა წელი, ეს ცხრა წელი იყო ეპოქა ოქროს ხანა საქართველოსთვის. ის იყო ყველაზე დიდი და წარმატებული განვითარების ხანა. შეიძლება შედარება მხოლოდ გიორგი ბრწყინვალის ეპოქასთან და უფრო ადრე საქართველოს აღორძინების ეპოქასთან, რომელსაც სადავე დაუდო დავით აღმაშენებელმა. მხოლოდ ასეთი შედარებები შეიძლება.

ჩვენმა მტერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ცხრა წლისთვის მიეკრა კლიშე, სისხლიანი ცხრა წელი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო ყველაზე სწრაფი, ყველაზე თავბრუდამხვევი, განსაკუთრებული განვითარების ცხრა წელიწადი. ამ ცხრა წლის განვითარების მთავარი გვირგვინი უნდა ყოფილიყო ლაზიკის პორტი და ლაზიკა ქალაქი , რომელიც სინამდვილეში არის ზუგდიდის გაგრძელება.

საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად. სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის გამტკიცება. ამაზე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც"

ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა მთავარ აქცენტებში განაცხადა. 

'.$TEXT['print'].'