„ისინი იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა"- ირანში ახალგაზრდები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ
ავტორი: გურიის მოამბე
„ისინი იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა"- ირანში ახალგაზრდები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ

ირანში საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს- მოსახლეობის ახალგაზრდული ნაწილი, სტუდენტებთან ერთად მოითხოვენ ხელისუფლებისა და სულიერი ლიდერის გადაყენებას.

დემონსტრაციები მას შემდეგ მომძლავრდა დედაქალაქსა და სხვა დიდ დასახლებულ ცენტრებში, რაც აღიარა ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი მათ მიერ იქნა შეცდომით ჩამოგდებული. აამის შესახებ წერს REUTERS-ი.

გაცხადებული ინფორმაციით, ირანმა ერაყში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გასნხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ, ამერიკის მხრიდან პოტენციური სამხედრო იერიშისგან თავდასაცავად საბრძოლო მზადყოფნაშ მოიყვანა ანტისაჰაერო სისტემები, რომელთაგან ერთ-ერთმა კომპლექსმა შემთხვევით სამგზავრო ლაინერი ამოიღ მიზანში სამხედროს ნაცვლად, რა დროსაც ჩამოგდებულ იქნა უკრაინული სამოქალაქო ბოინგი. ბორტზე მყოფი 176-ივე მგზავრი გარდაიცვალა, მათ შორის 70-მდე ირანელი, რაც დიდი საპროტესტო ტალღის კატალიზატორი გახდა ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ისინი იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენი მტერი ამერიკაა, პირიქით ჩვენი მტერი სწორედ აქ არის“ ,- ისმოდა შეძახილები ახალგაზრდების მხრიდან თეირანში გამართული აქციების დროს. სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში ნათლად ჩანს ახალგაზრდების პროტესტი, რომლებიც უარს ამბობენ გადაუარონ ისრაელისა და ამერიკის დროშებს, რომელთა მიმართ ზიზღი მათ აზრით, ხელისუფლების მიერაა დანერგილი.

ინტერნეტში ასევე გავრცელდა კადრები, თუ როგორ დაშალეს 12 იანვარს ღამით გამართული მშვიდობიანი მიტინგი ირანელმა სამართალმდაცავებმა ძალის გამოყენებით- ადგილობრივი მედიის თქმით, არსებობს ცნობები დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ. სროლის კადრები TWITTER-ზე ერთ-ერთმა აქტივისტმა ატვირთა.

სოციალურ ქსელში დაიდო აგრეთვე ყასიმ სოლეიმანის პლაკატის ჩამოხევის კადრებიც. ქუდსის ყოფილი ხელმძღვანლის დაკრძალვის დღეს ირანის მთავრობამ პატივისცემის ნიშნად მისი პლაკატები გამოფინა დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებში.

 

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს ამერიკული ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად გარდაიცვალა ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის, ქუდსის, ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი, რომლის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება დღემდე აქვთ სტუდენტებს- გავრცელებული ცნობებით, ნოემბერში ირანში გამართული საპროტესტო აქციების დაცხრილვას სწორედ სოლეიმანი ხელმძღვანელობდა, რომლის დროსაც 1500-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
'.$TEXT['print'].'