HUMAN RIGHTS WATCH: საქართველოს მთავრობამ ივნისში გადაჭარბებული ძალა გამოიყენა აქციის დასაშლელად
ავტორი: გურიის მოამბე
HUMAN RIGHTS WATCH: საქართველოს მთავრობამ ივნისში გადაჭარბებული ძალა გამოიყენა აქციის დასაშლელად

საქართველოში გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენები, სამართალდამცველთა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, მედია პლურალიზმისთვის შექმნილი საფრთხეები და შრომის უსაფრთხოების არასაკმარისად დაცვა - ეს ის პრობლემებია, რომლებიც ,,ჰიუმან რაითს ვოჩის'' უმწვავეს ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა.

„საქართველოს მთავრობამ ივნისში გადაჭარბებული ძალა გამოიყენა დიდწილად არაძალადობრივი საპროტესტო აქციის დასაშლელად. დააკავა და დაზიანებები მიაყენა მრავალ ადამიანს, პასუხისმგებლობის დაკისრება კი დიდწილად ცალმხრივად მიმდინარებს," - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე მოხვდა „ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებული საკანონმდებლო ცვლილებები.

„დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს და ცვლილებებს არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემაში, რომელიც მმართველ პარტიას არაპროპორციულ უპირატესობას ანიჭებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

'.$TEXT['print'].'