"დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე" - ოპოზიცია Human Rights Watch-ის ანგარიშზე
ავტორი: გურიის მოამბე
"დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე" - ოპოზიცია Human Rights Watch-ის ანგარიშზე

Human Rights Watch- ის მიერ გამოქვეყნებულ უმწვავეს ანგარიშს ოპოზიციაში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დოკუმენტში კარგად არის აღწერილი ის მოვლენები, რომელიც ქვეყანაში 2019 წელს განვითარდა.

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, ხელისუფლების შავ ლაქას უწოდებს სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ ამახვილებს ყურადღებას.

"ეს  ანგარიში არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე. მოქალაქეების დაზიანების ფაქტები არ გამოუძიებია არავის დღემდე და არ დაუწყია გამოძიება, თუმცა ვნახეთ, რომ პოლიციელებს ძალიან სწრაფად მიანიჭეს დაზიანებულის სტატუსი. ეს არის ყველაფერი სწორედ ამ ანგარიშში ასახული, იმიტომ რომ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ხელისუფლება ასე არ იქცევა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Human Rights Watch-ის ანგარიში შეაფასეს "ევროპულ საქართველოშიც":

"Human Rights Watch-მა ძალიან დეტალურად, კარგად და სწორად აღწერა რაც 2019 წელს ხდებოდა საქართველოში ყველა მიმართულებით. 20 ივნისთან დაკავშირებით, ძალიან ცალსახად აქვს პოზიცია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც მოჰყვა დარბევა პოლიციის მხრიდან და რომ პასუხისმგებლობები განაწილდა არათანაბრად," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ქვეყანაში პროკურატურა ერთი ადამიანის დაქვემდებარების ქვეშ არის მოქცეული.

"ეს დასკვნა და არა მარტო ეს დასკვნა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს. ჩვენ ქვეყანაში პროკურატურა არის მითვისებული ერთი ადამიანის მიერ. ეს პოლიტიკური პატიმრები, თუ 2020-ის მერე დაპატიმრებული ადამიანები, არიან ერთის მიერ გადაწყვეტილების შედეგად მიღებული შედეგი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Human Rights Watch- ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ყველაზე დიდი ადგილი 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს უკავია.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას, არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა კი საქართველოში პრობლემად რჩება.

'.$TEXT['print'].'