ნანუაშვილი HUMAN RIGHTS WATCH-ის დასკვნაზე: მათ ასახეს რეალობა, რაც არსებობდა ქვეყანაში
ავტორი: გურიის მოამბე
ნანუაშვილი HUMAN RIGHTS WATCH-ის დასკვნაზე: მათ ასახეს რეალობა, რაც არსებობდა ქვეყანაში

არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ Human Rights Watch-ის დასკვნას და ამბობენ, რომ ორგანიზაცია, ფატქობრივად, იმეორებს იმას, რასაც ქართული მესამე სექტორი ამბობდა აქამდე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ არის საკითხები, რაზეც მათი და საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია ემთხვევა ერთმანეთს. 

„ბევრ რამეში ვამბობთ ერთი და იგივეს - გამოძიება მოტივირებული იყო სამოქალაქო პირების პასუხისმგებლობის საკითხზე და ნაკლებად სამართალდამცველებზე, როცა ვსაუბრობთ დაზარალებულად ცნობაზე - აბსოლუტურად წარმოუდგენელია გადაწყვეტილებები სასამართლოს და პროკურატურის მხრიდან", - ამბობს სულხან სალაძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ კი ამბობენ, რომ ორგანიზაციამ ასახა ის რეალობა, რაც დგას ჩვენს ქვეყანაში.

„ორგანიზაციამ ასახა რეალობა, რაც არსებობდა ქვეყანაში - დაუსჯელობა, გავრილოვის ღამე და შერჩევითი სამართალი, მთელი რიგი კითხვის ნიშნები და, რაც მთავარია, გამეორებულია ჩვენი კრიტიკა, რაც იყო გამოთქმული", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

„მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ მედიაგარემოზე საუბარი უკვე ნიშნავს იმას, რომ არსებობს კითხვები კონკრეტულ საქმეების სამართლებრივ საფუძველზე. თამარ კინწურაშვილი თქმით, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ დასკვნაზე.

„ამ ორი ფაქტის განხილვა მეტყველებს, რომ ეჭვები არსებობს სამართლებრივ საფუძველზე. იმიტომ, რომ ფორმალურად ეს საკითხები უკავშირდება ფინანსურ მხარეს. ხელისუფლებამ უნდა იღოს ყურად, რადგან ეს არის ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია", - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2019 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა მედიაგარემო და კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება. 

"ფორმულანიუსი"

'.$TEXT['print'].'